Print

2014 წ. 26-30 მაისის ქრონიკები

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წ. 26 მაისს, გამართულ ს/გ- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომაზე მოისმინეს გაერთიანების სპიკერის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია 15 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების მიმდინარეობის შესახებ. გართიანების წევრ ორგანიზაციებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს გადაეცათ პარტიის პოლიტიკური ორიენტაციის გამომკვეთი ლიტერატურის კომპლექტი.

27 მაისს, 17.00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის გადაცემაში „თავისუფალი საარჩევნო ტრიბუნა“ [წამყვანი ელენა ტრეხლებოვა], №7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, 45 წუთიან ღია ეთერში, ისაუბრა მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების თაობასა და პარტიის საპროგრამო ნაწილის ზოგიერთ დეტალზე.

29 მაისს, 15.00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია - ალტერნატიული პირადობის ბარათების შემოღების მოთხოვნით. აქციაზე იმყოფებოდნენ - 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში №7-ე ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა.

30 მაისს გამართულ ფაზისის საერო აკადემიის სხდომაზე, აკადემიის ხელმძღვანელობისა და წევრების უპრინციპო, და ზნეობასთან შეუთავსებელი საქციელის გამოვლენის გამო, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადა აკადემიის ნამდვილ წევრობაზე და დატოვა მათი რიგები.