Print

გაფრთხილება - დიმიტრი ლორთქიფანიძეს

5 ივნისის ქრონიკა

5 ივნისს, 10.00 სთ-ზე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწვანეთა მოძრაობაში გაერთიანებული რამოდენიმე ორგანიზაციის ეგიდით, გაიმართა ვაკის პარკის დასუფთავების აქცია.

ორგანიზატორების მოწვევით აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. თბილისის მერობისა და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

№7 ს/გ „უფლის სახელით...“ ვაკის პარკის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანების მიერ წარდგენილმა: ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა ავთანდილ იოსელიანმა და ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ჯემალ ჯიქიამ.

აქციის დასრულების შემდეგ, „უფლის სახელით...“ წარდგენილმა ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“-ს მიერ წარდგენილ ქ. თბილისის მერობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ხანმოკლე შეხვედრისას, ბოლო ჟამთან დაკავშირებული ნიშნების მოკლედ გაცნობის შემდეგ, განუცხადა:

 

„ბატონო დიმიტრი!

ის, რისი თქმაც მინდა, ჯერ კიდევ ა.წ. 25 აპრილს ლევან ჩაჩუასთან ოფისში სტუმრად მისულებმა მე და ბ-ნმა დავით ამაშუკელმა (ა/ო "ძლევაი საკვირველის" მეთაური] განვუცხადეთ ბატონ ლევანს და ვთხოვეთ გადმოეცა თქვენთვის შემდეგი:

 

„...იმის გამო რომ ედ. შევარდნაძის პოლიტიკური ფესვებიდან ამომდინარე, და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებათა თანაავტორი ნ. ბურჯანაძის „წარდგენისაგან" გამოვიხსნათ ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე,

მე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჩვენი საარჩევნო გაერთიანება „უფლის სახელით...“ -ს მიერ ქ. თბილისის მერობის კანდიდატი, მზად ვარ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუკი ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე უარს იტყვი ნ. ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობაზე, და შესაბამისად - 16 მაისამდე დარჩენილი დროის გათვალისწინებით ჩვენი საარჩევნო გაერთიანება დაასახელებს მას ქ. თბილისის მერის კანდიდატად.

წინააღმდეგ შემთხვევაში - ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკვე თავად ხდება ნ. ბურჯანაძის მიერ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანადენ საქმეთა თანაზიარი. საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, შემოთავაზება ძალაშია 2014 წ. 15 მაისამდე“.

ბატონო დიმიტრი!

ანალოგიური შინაარსის განცხადება გავავრცელე სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით - 2014 წ. 10 მაისს.

და აი, ღმერთის შეწევნით დღეს - 5 ივნისს, მესამეჯერ მეძლევა იგივე შინაარსის სათქმელით მოგიწოდოთ - ნუ თანაეზიარებით, ბიბლიური ნიშნების თანახმად, უარყოფითად შეფასებული ნ. ბურჯანაძის პოლიტიკურ საქმიანობას, იფიქრეთ საკუთარი სულის ხსნაზე და უარი თქვით ამ არჩევნებში, მათი გუნდის სახელით  მონაწილეობაზე.

ჩემი ვალი იყო გამეფრთხილებინეთ! გადაწყვეტილების მიღება კი თქვენზეა. ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი“.

ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, მიზეზთა გამო, უარი განაცხადა ჩვენს შემოთავაზებაზე. 

დასასრულს, ხსენებული საუბრის მონაწილეებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ავთანდილ იოსელიანმა და ჯემალ ჯიქიამ, კიდევ ერთხელ ვუსურვეთ ბატონ დიმიტრის, მიეცა მისთვის ღმერთს მართებული გადაწყვეტილების უნარი და დავემშვიდობეთ.