Print

2014 წ. 1-5 ივნისის ქრონიკები

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წ. 1 ივნისს, 17.00 სთ-ზე, ნაძალადევი მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა გამართეს №7 ს/გ- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარდგენილმა:

- ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა,

ნაძალადევის რ-ნის მაჟორიტარმა კანდიდატმა - მალხაზ მუშკუდიანმა, და

- გლდანის რაიონის მაჟორიტარმა - დიმიტრი ომანაძემ.

2014 წლის 2 ივნისს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

3 ივნისს, 14.30 სთ-ზე, საინფორმაციო-სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, „უფლის სახელით...“ თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოუწოდა „ქოცებისა“ და „ნაცების“ მიერ დასახელებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, მათ შორის - დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას, თუ ისინი ემიჯნებიან ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღებას - მოხსნან თავიანთი კანდიდატურები, და უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. ხოლო ამომრჩევლებს მიმართა - დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ, რამეთუ ამ გუნდის მხარდაჭერა, მათ, ხსენებული კანონის მიღებით გამოწვეული ცოდვის თანაზიარს გახდით.

ანალოგიური შინაარსის განცხადებით გამოვიდა „უფლის სახელით...“ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი - ავთანდილ იოსელიანი.

აღნიშნული ბრიფინგის მოკლე ანონსი ამავე დღეს გადაიცა, საზ. მაუწყებლის პირველ არხზე „მოამბე -16.00 სთ-ზე“ [16.43 სთ.]; და მე-2 არხზე - 16.00 სთ., ასევე მეორე დღეს - 09.50 სთ.

4 ივნისს, 16.00 სთ-ზე, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილმა: ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჯორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა დავით ამაშუკელმა, სპეციალური მიმართვა გააკეთეს - ედ. შევარდნაძის პოლიტიკური ფესვებიდან ამოზრდილი ძალებისადმი, და მოუწოდეს მათ უარი ეთქვათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. აღნიშნული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე იმავე დღეს - 18.01 სთ-ზე და 23.43 სთ-ზე.

5 ივნისს, 10.00 სთ-ზე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწვანეთა მოძრაობაში გაერთიანებული რამოდენიმე ორგანიზაციის ეგიდით, გაიმართა ვაკის პარკის დასუფთავების აქცია.

ორგანიზატორების მოწვევით აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. თბილისის მერობისა და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. №7 ს/გ „უფლის სახელით...“ ვაკის პარკის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანების მიერ წარდგენილმა: ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა ავთანდილ იოსელიანმა და ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ჯემალ ჯიქიამ.

აქციის დასრულების შემდეგ, „უფლის სახელით...“ წარდგენილმა ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“-ს მიერ წარდგენილ ქ. თბილისის მერობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ხანმოკლე შეხვედრისას, ბოლო ჟამთან დაკავშირებული ნიშნების მოკლედ გაცნობის შემდეგ, განუცხადა:

„ბატონო დიმიტრი!

ის, რისი თქმაც მინდა, ჯერ კიდევ ა.წ. 25 აპრილს ლევან ჩაჩუასთან ოფისში სტუმრად მისულებმა მე და ბ-ნმა დავით ამაშუკელმა (ა/ო "ძლევაი საკვირველის" მეთაური] განვუცხადეთ ბატონ ლევანს და ვთხოვეთ გადმოეცა თქვენთვის შემდეგი:

„...იმის გამო რომ ედ. შევარდნაძის პოლიტიკური ფესვებიდან ამომდინარე, და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებათა თანაავტორი ნ. ბურჯანაძის "წარდგენისაგან" გამოვიხსნათ ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე,

მე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჩვენი საარჩევნო გაერთიანება „უფლის სახელით...“ -ს მიერ ქ. თბილისის მერობის კანდიდატი, მზად ვარ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუკი ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე უარს იტყვი ნ. ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობაზე, და შესაბამისად - 16 მაისამდე დარჩენილი დროის გათვალისწინებით ჩვენი საარჩევნო გაერთიანება დაასახელებს მას ქ. თბილისის მერის კანდიდატად.

წინააღმდეგ შემთხვევაში - ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკვე თავად ხდება ნ. ბურჯანაძის მიერ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანადენ საქმეთა თანაზიარი. საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, შემოთავაზება ძალაშია 2014 წ. 15 მაისამდე“.

ბატონო დიმიტრი! ანალოგიური შინაარსის განცხადება გავავრცელე სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით - 2014 წ. 10 მაისს. და აი, ღმერთის შეწევნით დღეს - 5 ივნისს, მესამეჯერ მეძლევა იგივე შინაარსის სათქმელით მოგიწოდოთ - ნუ თანაეზიარებით, ბიბლიური ნიშნების თანახმად, უარყოფითად შეფასებული ნ. ბურჯანაძის პოლიტიკურ საქმიანობას, იფიქრეთ საკუთარი სულის ხსნაზე და უარი თქვით ამ არჩევნებში, მათი გუნდის სახელით  მონაწილეობაზე.

ჩემი ვალი იყო გამეფრთხილებინეთ! გადაწყვეტილების მიღება კი თქვენზეა. ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი“.

ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, მიზეზთა გამო, უარი განაცხადა ჩვენს შემოთავაზებაზე.

დასასრულს, ხსენებული საუბრის მონაწილეებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ავთანდილ იოსელიანმა და ჯემალ ჯიქიამ, კიდევ ერთხელ ვუსურვეთ ბატონ დიმიტრის, მიეცა მისთვის ღმერთს მართებული გადაწყვეტილების უნარი და დავემშვიდობეთ.     

ამ დღეს მიმდინარე აქციის თაობაზე ინფორმაცია გადაიცა:

1. ტ/კ „მაესტრო“-ზე, 12.25 სთ-ზე;

2. ტ/კ „რუსთავი -2“-ზე, 12.27 სთ-ზე;

3. საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 18.08 სთ-ზე. 

5 ივნისს, 17.00 სთ-ზე, №7 „უფლის სახელი...“ წარდგენილმა კანდიდატებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ავთანდილ იოსელიანმა და დავით ამაშუკელმა მონაწილეობა მიიღეს, ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან საყდრისთან დაკავშირებით გამართულ აქციაში.