Print

შეხვედრები გრძელდება - 27 იანვარი [თამაზ გამყრელიძე, ზურაბ ლომთათიძე, ნუგზარ ნადარაია, ზურაბ ტყემალაძე]


  "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"-ს ლასკარის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში მომქმედ შესაბამის სტრუქტურებს წერილობითი მიმართვები დაეგზავნათ, სადაც ვთხოვდით _ დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია ჩვენს მიერ ინიცირებულ _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხთან _ მიმართებაში.
  2012 წლის 27 იანვარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა. "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია დღის განმავლობაში შეხვდნენ:
_ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ თამაზ გამყრელიძეს;
_ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ ზურაბ ლომთათიძეს;
_ "ფაზისის აკადემიის" პრეზიდენტს, ბატონ ნუგზარ ნადარაიას;
_ "საქართველოს მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ ტყემალაძეს.
 თითოეულ მათგანს, შესაბამისი მასალის წარდგენასთან ერთად, მოკლედ ეცნობა ჩვენი ინიციატივის მთავარი მოთხოვნები _ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციაში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ასახვის მიზნით შემუშავებულ _ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.