Print

2014 წ. 9-13 ივნისის ქრონიკები

 ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 9 ივნისს, 12.00 სთ-ზე ეროვნულ [საჯარო] ბიბლიოთეკაში „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“-ს მიერ, პოლიტიკურ პარტიებთან ორგანიზებულ შეხვედრაზე, №7 ს/გ: „უფლის სახელით...“ მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა.

მიხეილ [გელა] სალუაშვილმა შესთავაზა მათ, რომ ნაცვლად წარმოდგენილი მიმართვის პროექტისა, „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“-ს მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაკეთებულიყო მკვეთრი განცხადება, რათა საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროსათვის კულტურული ძეგლის სტატუსის არ აღდგენის შემთხვევაში, ისინიც გამოსულიყვნენ - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. 

9 ივნისს, 14.00 სთ-ზე გამართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომაზე განიხილეს არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

10 ივნისს, 10.00 სთ-ზე, სასტუმრო „აჭარა“-ში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“-ს ორგანიზებით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა. განიხილეს -„ლილოს ნაგავსაყრელის ექსპლოატაციით გამოწვეული პრობლენები“.

მიხეილ [გელა] სალუაშვილმა შეხვედრის ორგანიზატორებს შესთავაზა წარმოედგინათ წინადადებები ახალი ნაგავსაყრელის სავარაუდო განთავსების ადგილთან მიმართებაში, რაც, ამ საკითხის შესწავლის მიზნით, თბილისის მერიაში შესაქმნელი კომისიისათვის გახდებოდა საბაზისო განხილვის საკითხი.

10 ივნისს, 15.00 სთ-ზე, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე №7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა დავით ამაშუკელმა, სპეციალური განცხადებით მიმართეს ეროვნული სულისკვეთების ამომრჩეველს, მოახლოებულ არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი იმავე დღეს გადაიცა საზ. მაუწყებლობის მე-2 არხზე, 23.24 – 23. 36 სთ-ზე.

11 ივნისს, 19.00 სთ-ზე, წყნეთში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდნენ №7 ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილი ქ. თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ვაკის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ავთანდილ იოსელიანი. შეხვედრა გაიმართა მაია წყნეთელის ძეგლთან, რომლის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ სტენდზე გაკრული ჩვენი პლაკატის გამო თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახურმა ჩვენი დაჯარიმების მიზნით სარჩელი შეიტანა სასამართლოში. აღნიშნულის თაობაზე გაკეთებული განცხადება და ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩანაწერი იმავე დღეს გააშუქა საზ. მაუწყებლობის მე-2 არხმა: 22.48 – 22.51 სთ-ზე.

11 ივნისს, საზ. მაუწყებლობის პირველ არხმა, პროგრამა „პირველი სტუდია“-ს ფორმატში [წამყვანი - ეკა მიშველაძე] მონაწილეობა შემოგვთავაზა. ქ. თბილისის 14 მერობის კანდიდატის წარმოჩენისათვის გამიზნული საათნახევრიანი ხანგრძლივობის 5 გადაცემა [16, 23, 28, 30 მაისს, 4 ივნისს], ცალ-ცალკე დაეთმო 5 საარჩევნო სუბიექტს. 6 ივნისს ერთდროულად 4 პოლიტიკური გუნდის წარდგენა მოხდა.

და ამ ფონზე, 11 ივნისს, დარჩენილ 5 მერობის კანდიდატს, შემოგვთავაზე,ს თითოეულისათვის გამოყოფილი 20 წთ-იანი დროის ფარგლებში, გუნდის გარეშე წარვდგარიყავით ამომრჩეველთა წინაშე.

ასეთ არათანაბარ პირობებს, ისიც დაემატა რომ „უფლის სახელით...“ წარდგენილ ქ. თბილისის მერობის კანდიდატს მიხეილ [გელა] სალუაშვილს, 20-ის ნაცვლად მხოლოდ 14 წუთის ხანგრძლივობის საეთერო დრო დაუთმეს [იხ. საზ. მაწყ. 1 არხი, 11. 06. 2014 წ.: 22. 52.40 – 23. 06. 40 სთ-ი].

12 ივნისს, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის წარმომადგენლები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, დავით ამაშუკელი და გაერთიანების მიერ ქ. ტყიბულის ოლქის, სოჩხეთის საარჩევნო თემის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი - ომარ დარსაძე, ამ თემში შემავალი სოფ. სოჩხეთსა და სოფ. ძმუისში მცხოვრებ  ამომრჩევლებს შეხვდნენ.

13 ივნისს, 21.00 - 21.45 სთ., საზ. მაუწყებლის მე-2 არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „ეპიცენტრი“ [წამყვანი - დოდო შონავა], „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, შეაჯამა საარჩევნო პერიოდის მანძილზე გადმოცემული ის თემატიკა, რასაც - „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია.