11 აგვისტოს სხდომის ანგარიში
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 11 აგვისტოს
სხდომის ანგარიში
სხდომაზე მოისმინეს:
1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:
ა) საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“, საშემოდგომო სესიაზე გატანისათვის შესაბამისი გარემოს მომზადებასთან დაკავშირებით.
დაადგინეს:
იპოთეკით დაზარალებულებთან მუშაობის კოორდინაცია დაევალოს: ჯემალ ჯიქიასა [ქ. თბილისი] და ვალერი მჭედელაძეს [ქ. რუსთავი];
ბ) აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისათვის ახალი იურიდიული მექანიზმის ამუშავებისათვის პრაქტიკული საქმიანობის წარმართვის თაობაზე.
დაადგინეს:
შეიქმნას, აფხაზეთის თემატიკის შემსწავლელი საკოორდინაციო ჯგუფი: მალხაზ მუშკუდიანისა და დიმიტრი ომანაძის ხელმძღვანელობით.;
გ) გაერთიანების დებულების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმირებასთან დაკავშირებით.
დაადგინეს:
გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს ავთანდილ იოსელიანი.
2. ა/ო „ძლევაი საკვირველი“ მეთაურის დავით ამაშუკელის ინფორმაცია - „გამაფრთხილებელი მიწისძვრები“-ს თაობაზე;
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, დავით ამაშუკელმა, ჯემალ ჯიქიამ, მალხაზ მუშკუდიანმა, ავთანდილ იოსელიანმა, ალექსანდრე თაქთაქიშვილმა, ომარ დარსაძემ...
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
ს/გ „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი