Print

4 ნაწილი: აფხაზეთის საკითხის სამართლებრივი დარეგულირების მექანიზმი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის


ნაწილი მეოთხე

 

ე) 1992 წ. 3 აპრილიდან - 1993 წ. ოქტომბრამდე

აფხაზეთის უმაღლესი აჩევითი სახელისუფლებო რგოლის - უმაღლესი საბჭოს ორი პარალელური სტრუქტურის დაფიქსირებამ, სავალალო შედეგების მიღებას დაუდო სათავე.

მართვის სათავეებთან მარტოდ დარჩენილი აფხაზეთის ა/რ სეპარატისტული ხელმძღვანელობა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმის ხელოვნურად შეცვლის ხარჯზე, თანამიმდევრულად იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონდარღვევით მიღებული დადგენილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე - იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები.

საქართველოში კანონიერი ხელისუფლების არყოფნის პირობებში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სეპარატისტულმა (არაქართულმა) ძალებმა ისარგებლეს რა 1992 წლის 2 იანვარს შექმნილი უკანონო „სამხედრო საბჭოსა“ და ე.წ. „დროებითი მთავრობის“ მიერ „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ გაუქმებით, 1992 წლის 23 ივლისს მიღებული აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად შეწყვეტილად გამოაცხადეს აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღადგინეს აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია და სხვა.

1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოში მომქმედი უკანონო სახელისუფლებო შტოს - „სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზი სეპარატისტების მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში.

საქართველოს უკანონო ხელისუფლების მიერ 1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის. განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად საკუთარი საცხოვრებლებიდან იძულებით განიდევნა 300 000-ზე მეტი აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა.

1991 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ე.წ. „ქართველთა ქვოტით“ არჩეულმა ქართულმა დეპუტაციამ თავისი საქმიანობა დევნილობაში განაგრძო, და 1993 წლის ოქტომბრიდან, დროებით, თბილისში დამკვიდრდა.

[გაგრძელება იქნება]

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი