5 ნაწილი: აფხაზეთის საკითხის სამართლებრივი დარეგულირების მექანიზმი
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის
ნაწილი მეხუთე
დასკვნის მაგიერ
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას შემდეგი:
1. 1991 წ. 9 ივლისს მიღებული ახალი საარჩევნო კანონის ბაზაზე, 1991 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ 5 წლით არჩეული - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, 1992 წ. 3 აპრილამდე წარმოადგენდა ერთადერთ კანონიერ სახელისუფლო სტრუქტურას;
2. გარე და შიდა ანტისახელმწიფოებრივი ძალების ზემოქმედებისა გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - ორად გაყოფის დაფიქსირებიდან, ანუ - 1992 წლის 3 აპრილის შემდგომად, აღარ არის 1991 წლის 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონით განსაზღვრული კანონიერი სახელისუფლო შტოს ლეგიტიმაციის მატარებელი; რამეთუ არცერთი მათგანი აღარ არის აფხაზეთის ავტონომიის მკვიდრი მოსახლეობის ერთიანი ჭეშმარიტი ნების გამომხატველი; შესაბამისად
3. 1992 წლის 3 აპრილიდან მოყოლებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შიგნით წარმოქმნილი ორივე (როგორც ქართული ასევე აფხაზური) სადეპუტატო შტო, თავისი არალეგიტიმურობის ხასიათიდან გამომდინარე, არის - უკანონო სახელისუფლებო წარმონაქმნი;
4. გამომდინარე იქიდან, რომ 1990 წ. 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილებების თანახმად:
„ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ...“, გამოცხადებულია - „იურიდიულ ძალის არმქონედ“; და რომ
„.საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად”,
1992 წლის 3 აპრილიდან ათვლით, 1991 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის მიერ არჩეული - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორად გაყოფილი - ქართული და აფხაზური (სეპარატისტული) სახელისუფლებო წარმონაქმნისა თუ მათ სამართალმემკვიდრეთა მიერ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი არჩევითი ორგანოს სახელით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის - უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე;
[დასასრული იქნება]
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე;
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
სპიკერი
მიხეილ [გელა]
სალუაშვილი