Print

6 ნაწილი: აფხაზეთის საკითხის სამართლებრივი დარეგულირების მექანიზმი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის


ნაწილი მეექვსე


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომად განსახორციელებელი სამართლებრივი ნაბიჯები

 

1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომად, 1991 – 1992 წლების გასაყარზე შიდა და გარე ძალების მიერ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური გადატრიალებიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას, უკანონო ხელისუფალთა დანაშაულებრივ ქმედებათა გამო დარღვეული არამარტო ტერიტორიული მთლიანობის, არამედ სამართლებრივი სივრცის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა.

ძირძველ ქართულ მიწაზე - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული იურისდიქციის აღდგენის პარალელურად, დღის წესრიგში დადგება არამარტო:

1. სახელისუფლო სტრუქტურების ფორმირებისათვის მორიგი არჩევნების დანიშვნის; არამედ

2. იმ კანონიერი ორგანოს გამოკვეთის საკითხიც, რომელმაც ეს არჩევნები უნდა დანიშნოს.

როგორც ცნობილია, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა“ [1978 წ. რედაქცია] და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის“ [1978 წ. რედაქცია] მოთხოვნათა დაცვით,  1991 წ. 9 ივლისს, ორმხრივი კომპრომისების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა ახალი სააჩევნო კანონი.

ხსენებული კანონის ბაზაზე, 1991 წ. 29 სექტებერს ჩატარებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ არჩევნების შედეგად არჩეული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობა მოხდა, 1991 წ. 29 დეკემბერს გამართულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ პირველ სესიაზე.

როგორც უკვე ითქვა:

1. 1991 წლის 29 სექტემბრის მოწვევის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ საქმიანობა, 1992 წ. 3 აპრილიდან, ანუ მისი ორად გაყოფის შემდგომად, როგორც სრულიად საქართველოს, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობათა სრული დარღვევით მიმდინარეობს; შესაბამისად

2. 1992 წ. 3 აპრილიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორად გაყოფილი - ქართული და აფხაზური (სეპარატისტული) სახელისუფლებო წარმონაქმნისა თუ მათ სამართალმემკვიდრეთა მიერ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი არჩევითი ორგანოს სახელით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება [მათ შორის - არჩევნების დანიშვნა და საკონსტიტუციო ცვლილება] არის - უკანონო და  იურიდიული ძალის არმქონე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მორიგი კანონიერი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს - 1991 წ. 29 სექტემბრის მოწვევის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ იმ შემადგენლობას, რომელიც 1991 წ. 29 დეკემბრიდან ვიდრე 1992 წ. 3 აპრილამდე მდგომარეობით იყო წარმოდგენილი.

არჩევნების დანიშვნის დღისათვის არსებული პერსონალური მდგომარეობით განსაზღვრული შემადგენლობით შეკრებილი - 1991 წ. 29 სექტემბრის მოწვევის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო“, თავისი უხუცესი წევრის თავმჯდომარეობით გამართულ სესიაზე, ხმათა უბრალო უმრავლესობით იღებს ორ დადგენილებას:

- 1992 წ. 3 აპრილის მდგომარეობის ამსახველი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა“ [1978 წ. რედაქცია] და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ რეგლამენტის ამოქმედების შესახებ; და

- 1991 წ. 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონის ბაზაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ არჩევნების თარიღის თაობაზე.

ზემოთქმულის გათვალისწინებით არჩეული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო“ გახდება, 1991 წ. 29 სექტემბრის მოწვევის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ სამართალმემკვიდრე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი