22 სექტემბრის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 22 სექტემბრის
სხდომის ანგარიში
სხდომაზე მოისმინეს:
1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსადმი გასაგზავნი ღია მიმართვის თაობაზე, რომელიც ეხება პარტიის მიერ შემუშავებულ თემატიკას - „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“.
2. ვალერი მჭედელაძისა და ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია იპოთეკით დაზარალებულითა საკითხთან დაკავშირებით გასამართი საპროტესტო ღონისძიებათა თაობაზე.
განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ვალერი მჭედელაძე, ავთანდილ იოსელიანი, თინათინ ბაიაშვილი, ნანა არუდაშვილი, ალექსანდრე თაქთაქიშვილი, იამზე დემურია, მალხაზ მუშკუდიანი...
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც
ს/გ „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი