29 სექტემბრის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 29 სექტემბრის
სხდომის ანგარიში
სხდომაზე მოისმინეს:
1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:
- ქ. თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე, თბილისის საკრებულოსადმი გასაგზავნი მიმართვის შესახებ;
- იპოთეკით დაზარალებულთა საკითხთან მიმართებაში ზოგადი სტრატეგიის შემუშავების თაობაზე. კერძოდ:
ა) საპროტესტო აქციებზე გამოსატანი სააგიტაციო მასალისა, და
ბ) საპროტესტო აქციათა გამართვის სტრატეგიული მექანიზმის შემუშავების საკითხები.
2. ვალერი მჭედელაძისა და იამზე დემურიას ინფორმაცია რეგიონალური ორგანიზაციის ფორმირების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.
განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, სერგი საჯაია, ჯემალ ჯიქია, ვალერი მჭედელაძე, ავთანდილ იოსელიანი, თინათინ ბაიაშვილი, იამზე დემურია...
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
ს/გ „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი