Print

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება

პროექტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

ბრძანება

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი

მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი

მუდმივმოქმედი კომისიის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის  (შემდეგში კომისია) ორგანიზაციის, საქმიანობის წესის, უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

3. კომისია თავის საქმიანობაში ეფუძნება კოლეგიალობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების ფართო წრეების საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვაში ჩაბმის პრინციპებს.

   

მუხლი 2. კომისიის ამოცანები

1.  კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტის მომზადება.

2. საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონის პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა.


მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, აგრეთვე საპარლამენტო ფრაქციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენლისაგან;

2. წარმოდგენილი კომისიის წევრის შეცვლა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია კომისიის წევრის წარდგენის უფლების მქონე შესაბამისი სუბიექტის მიერ.

   

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

თავისი ამოცანების გადასაწყვეტად კომისია უფლებამოსილია:

) მოამზადოს . საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს, ხოლო სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთოს, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მასალები და დოკუმენტები;

) ცვლილებათა პროექტის ცალკეული ნაწილების მომზადებისა და ექსპერტი-ზისათვის მოიწვიოს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

   

მუხლი 5. კომისიის სტრუქტურა

1. კომისიის თანამდებობის პირები არიან - კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;

2.  სტრუქტურული ერთეულებია - სარედაქციო საბჭო და კომისიის აპარატი.

 

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

 3. კომისიის თავმჯდომარე:

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს კომისიას შიდასახელმწიფოებრივ და საგარეო ურთიერთობებში;

) კოორდინაციას უწევს კომისიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

) უძღვება კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომებს;

) უფლებამოსილია თავისი ან კომისიის წევრთა 1/3-ის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე მოიწვიოს კომისიის რიგგარეშე სხდომა კონკრეტული დღის წესრიგით;

) საკუთარი ინიციატივით ან კომისიის მდივნის წარდგინებით დებს შრომით ხელშეკრულებებს;

) უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას, რათა მან გადაწყვიტოს კომისიის გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები;

) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.

 

მუხლი 7. კომისიის მდივანი

1. კომისიის მდივანი ხდება იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელი, რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.

2. მდივანი ამზადებს კომისიის და სარედაქციო საბჭოს სხდომებს, განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, კოორდინაციას უწევს კომისიის თანამშრომელთა საქმიანობას და უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას.

3. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას დროებით ასრულებს კომისიის მდივანი.

   

მუხლი 8. კომისიის სარედაქციო საბჭო

კომისიის თავმჯდომარე,

კომისიის მდივანი,

საპარლამენტო ფრაქციათა და

ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე იმ არასაპარლამენტო, ბარიერგადაულახავი საარჩევნო სუბიექტების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიღებული ხმების მიხედვით დაიკავეს მეორე-მეხუთე ადგილი, ქმნიან სარედაქციო საბჭოს, რომელიც განაზოგადებს კომისიაში შემოსულ პროექტებს და გაიტანს მათ კომისიის სხდომაზე განსახილველად.

  

 მუხლი 9. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი.

2. კომისიის აპარატი:

) აწარმოებს კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომების ოქმს; აგრეთვე კომისიაში - მოქალაქეთა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავ-რობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ წინადადებათა რეგისტრაციას;

) კომისიის თავმჯდომარის მითითებით ამზადებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს;

) კომისიის წევრებს აცნობებს კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომის თარიღს, ადგილს, დროს და დღის წესრიგს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა;

) უზრუნველყოფს კომისიის, თავმჯდომარის ან მდივნის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

) ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ცალკეულ დავალებებს;

  

მუხლი 10. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმებია - კომისიისდა სარედაქციო საბჭოს სხდომა.

2. კომისიის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ მაინც.

3. კომისიისდა სარედაქციო საბჭოს სხდომები უფლებამოსილია, თუ სხდომებს ესწრება მათი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებათა პროექტის მიღების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

5. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვაზე გადაცემა.

6. კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ - თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

8. კომისიის წევრს უფლება აქვს სარედაქციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხის ალტერნატიული წინადადების განხილვის მოთხოვნით დასაბუთებული წერილით მიმართოს კომისიას. წერილი უნდა წარედგინოს კომისიის აპარატს. კომისიის სხდომამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიულ წინადადებას კენჭი ეყრება სარედაქციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი წინადადების კენჭისყრამდე;

9. კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის ინიციატივით კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით ესწრებიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულება

კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილი

თბილისი,

2014 წელი