Print

2014 წ. 20 ოქტომბრის სხდომა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი20 ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- თბილისის საკრებულოსთვის გაგზავნილი წინადადების [ზვიად გამსახურდიას სახელის თბილისის აეროპორტისათვის მინიჭების] თაობაზე არსებული მდგომარეობის შესახებ;

- საქართველოს საპატრიარქოსადმი გაკეთებული მიმართვის [22 დეკემბრის მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ გამოცხადების] თაობაზე არსებული მდგომარეობის შესახებ;

- „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შექმნის წინადადების შესახებ;

2. ჯემალ ჯიქიასა და ვალერი მჭედელაძის ინფორმაცია იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის საკითხზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ვალერი მჭედელაძე, იამზე დემურია [სიჭინავა], ალექსანდრე თაქთაქიშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი, დავით ამაშუკელი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი