Print

2014 წ. 27 ოქტომბრის სხდომა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი27 ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

 

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- 2014 წ. 15 ნოემბერისათვის დაგეგმილი შეკრებისადმი გაერთიანების პოზიციის ამსახველი მიმართვის შემუშავების თაობაზე;

- ახალგაზრდული გაერთიანება „თავისუფალი თაობა"-სთვის ღია წერილით მიმართვის შესახებ;

- ქ. რუსთავის საკრებულოსადმი ღია მიმართვის გაგზავნის თაობაზე, რომელშიც დაყენებულია მოთხოვნა ქ. რუსთავის უსახელო ტყე-პარკისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ;

- საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“;

 

2. ვალერი მჭედელაძის ინფორმაცია ქ. რუსთავისა და გარდაბნის რაიონში მომქმედ პირველად ორგანიზაციებში განხორციელებული რეორგანიზაციის საკითხზე;

 

3. ხაჩატურ ვართანიანცის მოსაზრება ქ. თბილისის საკრებულოსთვის, სხვადასხვა პრობლემატურ საკითხთა გადაწყვეტის მექანიზმის შეთავაზების თაობაზე;

 

4. ომარ დარსაძის წინადადება ქ. ტყიბულის საკრებულოს წინაშე რიგი პრობლემატური საკითხის დაყენების შესახებ.

 

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, ომარ დარსაძე, ჯემალ ჯიქია, ვალერი მჭედელაძე, იამზე დემურია [სიჭინავა], ხაჩატურ ვართანიანცი, ავთანდილ იოსელინი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი