მიმართვა რუსთავის საკრებულოს [27. 10. 2014 წ.]
ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს
ბატონ დავით მაღლაკელიძეს!
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა
გაერთიანება „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს
ღია მიმართვა
ბატონო დავით!
ვითვალისწინებთ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მიერ გაღებულ უდიდეს წვლილს,
შემოვდივართ წინადადებით, რათა ქ. რუსთავის საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“- ს 24-ე მუხლის „ა.ე“ პუნქტის შესაბამისად, განიხილოს და მიიღოს შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება, რათა ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავ-საყოფად, ქ. რუსთავში:
- მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე გაშენებულ უსახელო ტყე-პარკს მიენიჭოს: საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას სახელი.
წინასწარ გიხდით რა მადლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი თვალს-აჩინო წარმომადგენლის - ზვიად გამსახურდიას სახელის სათანადო დაფასების საქმეში გაღებული წვლილისათვის,
ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას ორმხრივად მისაღებ ნებისმიერ ფორმატში ურთიერთთანამშრომლობისათვის.
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით
ს/გ „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი
„სრულიად საქართველოს
ეროვნული ხსნის კომიტეტის“
თავმჯდომარე
ვალერი მჭედელაძე
27 ოქტომბერი, 2014 წ.