Print

მიმართვა - "თავისუფალ თაობას" [27.10. 2014 წ.]

ახალგაზრდულ გაერთიანება

„თავისუფალი თაობა"-ს

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლეს-

 

ღია მიმართვა

 

თანავეზიარებით რა თქვენს მიერ „სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმისათვის“ შესაბამისი ადგილის მისაჩენად წამოწყებულ ბრძოლას; აგრეთვე:


ვითვალისწინებთ რა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად:

- „პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“ [„მუხლი 35-36];


შემოვდივართ წინადადებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთით სამართლიანობის აღდგენის კუთხით წარმართულ ბრძოლაში, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის „საპარლამენტო უმრავლესობის“ წინაშე დასაყენებელ საკითხთა შორის, ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ლოზუნგად იქცეს, პარლამენტართა მხრიდან სამართლებრივი კუთხით აღსასრულებელი შემდეგი მოთხოვნები:


1. „2003 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასება“, რათა:

პარლამენტის მიერ 2003 – 2004 წლების გასაყარიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი; აგრეთვე:


2. „2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შეფასება“, რომლის თანახმადაც:

2003 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი  დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობის ყველა იმ პირს, რომელიც,დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომბრამდე, ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი];

- მინისტრი;

- მინისტრის მოადგილე;

- მთავრობის წევრი;

- მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,


შესაბამისი გადაწყვეტილებით მიღებული კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამკვიდრებელს აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება; აგრეთვე:


3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“, კერძოდ: 

შესაბამისი გადაწყვეტილებით მიღებული კანონის  ძალაში შესვლის შემდგომად, პლენარულ სხდომაზე მისაღებად, მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი, რათა 2003 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი  დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდის ყველა იმ წევრს, რომელმაც 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს   წევრის სტატუსით მოიპოვა დეპუტატის მანდატი, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 54,1-ზე დაყრდნობით - შეუჩერდეს  სადეპუტატო უფლებამოსილება.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების აღსასრულებლად - სამართლიანობის აღდგენის გზაზე, გამოკვეთილი პოლიტიკური ლოზუნგებით წარმოებული დაუღალავი ბრძოლა, უცილობლად გამოიღებს დადებით შედეგს.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მარტებული გადაწყვეტილების მიღებაში.

პატივისცემით 

 

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

27 ოქტომბერი,

2014 წ.