2014 წ. 24 ნოემბრის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 24 ნოემბრის
სხდომის ანგარიში
სხდომაზე მოისმინეს:
1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:
- თბილისისა და რუსთავის საკრებულოების წინაშე - ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად დაყენებული საკითხის პრაქტიკული გადაჭრისათვის საჭირო გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე;
- საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
- საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 25 ნოემბრის სხდომებზე განსახილველ საკანონმდებლო წინადადებათა თაობაზე.
2. ვალერი მჭედელაძისა და იამზე დემურიას ინფორმაცია რეგიონალური ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესთან მიმარტებაში.
განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ვალერი მჭედელაზე, იამზე დემურია, ავთანდილ იოსელიანი...
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
ს/გ „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი