Print

2014 წ. 15 დეკემბრის სხდომა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი15 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების  შესახებ“;

2. თინათინ ბაიაშვილის ანგარიში 2014 წ.  22 დეკემბრისათვის დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმის შესახებ;

3. ხაჩატურ ვართანიანცის ინფორმაცია 2014 წ. 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ დაგეგმილ ღონისძიებასთან მიმართებაში პოზიციის შემუშავებასთან დაკავშირებით.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ხაჩატურ ვართანიანცი, ჯემალ ჯიქია...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

დაადგინეს:

1. საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, გამოთქმულ მოსაზრებათა საბოლოო შეჯერების შემდეგ, 2014 წ. 22 დეკემბერს ჩაბარდეს საქართველოს პარლამენტს;

2. ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების დაწყების ტრაგიკული თარიღის 23-ე წლისთავთან დაკავშირებით, 2014 წ. 22 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი საპროტესტო თავყრილობის მონაწილენი გადავინაცვლებთ ეროვნულ ბიბლიოთეკის სალექციო დარბაზში, სადაც 15.00 სთ-ზე ჩატარდება ლექცია - სემინარი;

3. 2014 წ. 18 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართულ ღონისძიებაში ჩვენი გაერთიანება მონაწილეობას არ მიიღებს.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი