2014 წ. 15 დეკემბრის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 15 დეკემბრის
სხდომის ანგარიში
სხდომაზე მოისმინეს:
1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:
- ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“;
2. თინათინ ბაიაშვილის ანგარიში 2014 წ. 22 დეკემბრისათვის დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმის შესახებ;
3. ხაჩატურ ვართანიანცის ინფორმაცია 2014 წ. 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ დაგეგმილ ღონისძიებასთან მიმართებაში პოზიციის შემუშავებასთან დაკავშირებით.
განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ხაჩატურ ვართანიანცი, ჯემალ ჯიქია...
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
დაადგინეს:
1. საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, გამოთქმულ მოსაზრებათა საბოლოო შეჯერების შემდეგ, 2014 წ. 22 დეკემბერს ჩაბარდეს საქართველოს პარლამენტს;
2. ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების დაწყების ტრაგიკული თარიღის 23-ე წლისთავთან დაკავშირებით, 2014 წ. 22 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი საპროტესტო თავყრილობის მონაწილენი გადავინაცვლებთ ეროვნულ ბიბლიოთეკის სალექციო დარბაზში, სადაც 15.00 სთ-ზე ჩატარდება ლექცია - სემინარი;
3. 2014 წ. 18 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართულ ღონისძიებაში ჩვენი გაერთიანება მონაწილეობას არ მიიღებს.
ს/გ „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი