Print

23-ე - 22 დეკემბერი

2014 წ. 22 დეკემბრის მოკლე ქრონიკა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარის თინათინ ბაიაშვილის ინიციატივით, გაერთიანების 15 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 22 დეკემბერს გასვლითი ღია სხდომა ჩატარდა.  

ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების დაწყების ტრაგიკული თარიღის 23-ე წლისთავთან დაკავშირებით, 2014 წ. 22 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე, ჩვენს გარდა, ეროვნული სულისკვეთებით აღვსილი რამოდენიმე ათეული პიროვნება მონაწილეობდა.

 მოგვიანებით, თავყრილობის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკის სალექციო დარბაზში გადავინაცვლებთ. 15.00 სთ-ზე დაწყებულ ლექცია - სემინარს, ქალბატონები თინათინ ბაიაშვილი და მედეა ცაგარეიშვილი უძღვებოდნენ.

1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების - ბიმურზა აფრასიძის, გურამ მაქაცარიასა და სხვათა გამოსვლების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს - გიორგი კერვალიშვილმა, მანანა სოტკილავა, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ქეთევან ადამიამ, ვალერი მჭედელაძემ, ბესო მიქავამ, დავით არაბიძემ, ეთერ ჩხეტიამ, ჯემალ ჯიქიამ, ავთანდილ იოსელიანმა...

ს/გ „უფლის სახელით...“ მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სხდომის მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა - დაეწყოთ მზადება, 2015 წლის თებერვლის თვეში, სპეციალური შეხვედრის დაგეგმვა-ჩატარებისა და მასზე საკუთარი პოლიტიკური თვალთახედვის წარმოჩენისათვის.

 

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი