Print

2015 წლის 17 მარტის მიმართვა საქართველოში მომქმედ რელიგიურ მიმდინარეობებს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური

მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს!

სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის

საქართველოს ეპარქიას!

ამიერკავკასიის ლათინური წესის

კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციას!

სრულიად საქართველოს

მუსლიმთა სამმართველოს!

იუდაურ  თემს საქართველოში!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ

ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღია მიმართვა

 

თავი პირველი - წინათქმა

მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის აუცილებელი საერო და საეკლესიო წარმომადგენელთა ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წ. 14 ოქტომბერს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს კონსტიტუციაში“ ასეა ასახული:

„1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.

2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით...“[მუხლი 9,1-2];

2013 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობამ რელიგიურ უმცირესობათა 22 ჯგუფი დაარეგისტრირა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად

დღეის მდგომარეობით, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ  „რელიგიათა საბჭოში“ დაფიქსირებულია შემდეგი წევრი რელიგიური გაერთიანებები:

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი, ევანგელურ–ლუთერული ეკლესია, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, ევანგელისტური ეკლესია ღმერთის საელჩო, ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, ეზიდთა სასულიერო კრება, იუდაური  თემი საქართველოში, კრიშნას ცნობიერების საზოგადოება, მეგობართა საზოგადოება – კვაკერები, მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია, საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში, სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, ქართველ მუსლიმთა კავშირი და წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია.  

ამასთანავე, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოს დღევანდელი საკანონმდებლო სივრცე, სხვა მრავალ რელიგიურ მიმდინარეობებს შორის, საქართველოსსამოციქულოავტოკეფალურიმართლმადიდებელიეკლესიის პარალელურად, გამოყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მომქმედ კიდევ ოთხ ძირითად რელიგიურ მიმდინარეობას. კერძოდ:

2014 წლის 27 იანვარს მიღებულ იქნა: საქართველოს მთავრობის დადგენილება [№117] - „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი“, რომლის თანახმადაც:

ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე“ [მუხლი 1,3].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით წარმოგიდგინოთ, ჩვენი გაერთიანების მიერ 2015 წ. 16 მარტს საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება [იხ. დანართი]; და მოგახსენოთ შემდეგი:

 

თავი მეორე:

საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული წესით ასარჩევი დებუტაციის ფორმირების ახალ წესს.

„საქართველოს კონსტიტუციის“ მოთხოვნის თანახმად - „1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

2. რესპუბლიკისსაბჭოშედგებაპროპორციულიწესითარჩეულიწევრებისაგან.

3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან“ [მუხლი 4,1-3].

იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ - „საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 49,1].

ჩვენი კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ მასში გაერთიანდება:

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული 34 დეპუტატი;

ბ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით შექმნილ ეპარქიებში მომქმედ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული 34 დეპუტატი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ზემოთხსენებულ რელიგიურ გაერთიანებათაგან შემოთავაზებული კანდიდატებისაგან შერჩეული ხუთი დეპუტატი.

მოდით განვიხილოთ თითოეული ეს წესთაგანი.

ა) საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქები ასარჩევი დეპუტაცია

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა - ასიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ის მოიცავს: 2 ავტონომიურ რესპუბლიკას, 9 მხარეს და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს. ცალკე სამართლებრივი აქტებით არის დაფიქსირებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ [შემდეგში: ჩრდილო ქართლი (ცხინვალის ოლქი)].   

მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწილებით:

- . თბილისისმოსახლეობაირჩევსპარლამენტისხუთ წევრს;

- აფხაზეთისადააჭარისავტონომიისმოსახლეობაირჩევსპარლამენტისოთხ-ოთხწევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]მოსახლეობაირჩევსპარლამენტისსამწევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს.“;

ბ) ერთმანდატიანმა საარჩევნო ოლქმა უნდა მოიცვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით განსაზღვრული

საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიები.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქართველოს წმიდა სინოდის მიერ შექმნილი ეპარქიებიდან, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქისათვის განკუთვნილი - 34 ერთეულის გამოყოფა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტის მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი თავად განსაზღვრავს, კანონით საჭირო 34 ეპარქიის საზღვრებს.

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი

- პარლამენტის 5 წევრი

2002 წლის აღწერის მიხედვით საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 4.6 მილიონია. აქედან: მართლმადიდებელი ქრისტიანები მოსახლეობის 84 პროცენტს შეადგენენ, სიდიდით მეორე ჯგუფი, მუსლიმები - 10 პროცენტს, ხოლო სომხური სამოციქულო ეკლესიის (სსე) წევრები - 4 პროცენტს.

ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობისა და ათეისტთა რიგებში თავის თავს მოიაზრებს ქვეყნის მოსახლეობის - 2 პროცენტი.

როგორც ითქვა, საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიური გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, 2. ებრაული თემი საქართველოში, 3. ისლამური თემი საქართველოში [„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“] და 4. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი ეთნიკურ, რელიგიურ კუთვნილებასა და მათი დასახლების ადგილს შორის. ეთნიკური ქართველების უმეტესობა თავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს.

ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც უმთავრესად მუსლიმები არიან, ქვემო ქართლში, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. დანარჩენ 2 მუსლიმურ ჯგუფში შედიან აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მუსლიმები და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ჩეჩენი ქისტები.

მრავალი მიგრანტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობს, ეთნიკურად ქართველი მუსლიმები არიან. ისინი თავდაპირველად აჭარაში ცხოვრობდნენ. ეთნიკური სომხები ძირითადად სომხური სამოციქულო ეკლესიის (სსე) მრევლს მიეკუთვნებიან და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

uage:AR-SA'> განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით...“[მუხლი 9,1-2];

ცნობისათვის:

საქართველოში მცხოვრებ სუნიტებს ორი - აღმოსავლეთის და დასავლეთის მუფთი ჰყავთ. ახალი შეიხი ჰყავთ საქართველოში მცხოვრებ შიიტებსაც.  ეს გადაწყვეტილება „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ დამფუძნებელ კრებაზე 2014 წ. 9 იანვარს იქნა მიღებული. ამავე კრებაზე აირჩიეს რელიგიური საბჭოები.

შიიტთა რელიგიურ საბჭოში 18 ადამიანი შედის, აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 14, ხოლო  დასავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 19 ადამიანი. რელიგიურმა საბჭოებმა თავიანთი რელიგიური ლიდერები 2014 წ. 9 იანვარს აირჩიეს.

ცვლილება ეთნიკურად ქართველ სუნიტებს არ შეხებია და გაყოფა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად  აზერბაიჯანელ მუსლიმებში მოხდა: გაიყო შიიტი და სუნიტი რელიგიური ლიდერები.

დღემდე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“  ორი ხელმძღვანელი ჰყავდა.  ეს იყო ქართველი სუნიტების ხელმძღვანელი და იყო შიიტი ხელმძღვანელი.  ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სუნიტებმა აირჩიეს თავიანთი ხელმძღვანელი და აღარ  არიან დამოკიდებული  შიიტებზე.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა 5 პარლამენტის წევრი დანიშნოს - საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან -ერთი დეპუტატი;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - ერთი დეპუტატი;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - ერთი დეპუტატი.


დ) დასკვნის მაგიერ

ამდენად, წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, ასეა გადანაწილებული:

- დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებიდან აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში მომქმედი ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთაგან, დანიშნავს - 5 დეპუტატს.

ყოველივე ზემოთქმულის საკანონმდებლო სივრცეში დამკვიდრებისათვის, ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საჭიროა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ოცდათვრამეტ მუხლში იქნეს შეტანილი ცვლილება.

საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში საქართველოში მომქმედი ძირითადი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ასეთი ჩართულობა, ჩვენის აზრით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის იქნება მისაღები.

დასასრულს დავსძენთ, რომ თქვენი სურვილის შემთხვევაში, კანონპროექტით განსაზღვრულ საკითხთა დეტალების გაანალიზების მიზნით, მზად ვართ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე გამართულ ორმხრივ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2015 წლის  17მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.