Print

ღია მიმართვა - ეკა ბესელიას [2016 წ. 1 თებერვალი

 

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და

სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის

თავმჯდომარეს

 ქალბატონ ეკა ბესელიას!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ქალბატონო ეკა!

მოგახსენებთ, რომ 2013 – 2014 წლებში ჩვენი გაერთიანების სახელით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები

[იხ. კანონპროექტი: „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების შესახებ“; აგრეთვე:

„კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [2013 წ. 20 დეკემბერი, ჩაბ. №42594; 2014 წლის  29 ივლისსა და 2014 წ. 24 ნოემბერი, ჩაბ. №23 852],  

თქვენდამი რწმუნებულ კომიტეტზე განხილვის შემდეგ, შესაბამისი პოზიციის გარკვევის მიზნით, თქვენს მიერ გადაგზავნილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტოში.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანისადმი განკუთვნილი თქვენივე წერილის [№ 434/4-2, 23. 01. 2015 წ.] შინაარსს:

„ქალბატონო თეა!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გადმოგზავნილ №348/4-2 რეკომენდაციაზე დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის მიერ განხილულ - 100 000 ხელმომწერთა სახელით მოქალაქეთა საორგანიზაციო ჯგუფის [№3841], ადამიანის უფლებების სფეროში სპეციალიზირებული იურისტების [№11004] და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [42500] მომართვებს“

დანართი: 33 ფურცელი.

პატივისცემით

ეკა ბესელია /კომიტეტის თავმჯდომარე/“.

ქალბატონო ეკა!

ვფიქრობთ, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა იმისათვის რათა თქვენს კომიტეტს, საფუძვლიანად გაეაზრებინა ყველა მის ხელთ არსებული მასალა [საქართველოს მოქალაქე 100 000 ხელმომწერთა მიერ დაფიქსირებული ნება; ჩვენი საკანონმდებლო წინადადებები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოკვეთილი პოზიცია და სხვა].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით რათა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თქვენს მიერ, ხსენებულ საკითხზე, დაინიშნოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაფიქსირდება 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის საბოლოო ნება - რამდენად ითვალისწინებს იგი, საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის საფუძვლიან მოთხოვნას: საქართველოში ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებით.

გთხოვთ გვაცნობოთ, საკომიტეტო მოსმენის დრო და ადგილი, რათა ჩვენი გაერთიანების წარმომადგენლებს მოგვეცეს, ჩვენს მიერვე ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადების თაობაზე, ყოვლისმომცველი და დეტალური ინფორმაციის, თქვენთვის მოწოდების შესაძლებლობა.

პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2016 წლის  1 თებერვალი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

 

ჩაბ. № 1564, 01.02. 2015 წ.