განცხადება - თეა წულუკიანს [2016 წ. 1 თებერვალი]
საქართველოს იუსტიციის მინისტრს
ქალბატონ თეა წულუკიანს!
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა
გაერთიანება: „უფლის სახელით
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ქალბატონო თეა!
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების შესახებ“ [იხ. აგრეთვე: „კანონპროექტი: საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [2013 წ. 20 დეკემბერი, ჩაბ. №42594; და 2014 წ. 24 ნოემბერი, ჩაბ. №23 852], საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2015 წლის 23 იანვარს [№454/4-2] თქვენდამი მომართულ წერილში გეცნობათ შემდეგი:
„ქალბატონო თეა!
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გადმოგზავნილ №348/4-2 რეკომენდაციაზე დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის მიერ განხილულ - 100 000 ხელმომწერთა სახელით მოქალაქეთა საორგანიზაციო ჯგუფის [№3841], ადამიანის უფლებების სფეროში სპეციალიზირებული იურისტების [№11004] და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [42500] მომართვებს“
დანართი: 33 ფურცელი.
პატივისცემით
ეკა ბესელია
კომიტეტის თავმჯდომარე“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რათა, თქვენდამი რწმუნებული სამსახურის მეშვეობით, მოხერხდეს - თქვენს მიერ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხსენებული მომართვის თაობაზე მომზადებული საპასუხო წერილის ასლის ჩვენთვის გადმოცემა.
წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის.
პატივისცემით
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
სპიკერი,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი
თბილისი, 2016 წლის 1 თებერვალი
ტელ.: 5 (91) 63-63-36
ჩაბ. № 01/1779, 01.02. 2016 წ.