Print

უფლის სახელით - წინასაარჩევნო განაცხადი

gelaმიხეილ(გელა) სალუაშვილი

უფლის სახელით

„შემდგომ ამისა, დაიწყო იესუმ ქადაგება და ამბობდა:

 მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“

 (მათე 4,17)

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე

წინასაარჩევნო განაცხადი:

თქვენს წინაშეა _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის მიერ 2011 წლის 31 დეკემბერს, ბატონ ზვიად გამსახურდიას ამქვეყნიდან წასვლის მე-18 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომაზე დამტკიცებული [№31/12-11] ჩვენი „პოლიტიკური პრიორიტეტები-ს ამსახველი ნუსხის, ბიბლიაზე დაყრდნობით მომზადებული - პოლიტიკური პროგრამა.


მინაწერი:

კავშირის პირველი რეგისტრაცია - 2 აპრილი 1992 წ., რეგისტრ. № 0024;

კავშირის მეორე რეგისტრაცია - 27 თებერვალი 1998 წ., რეგისტრ. № 0052;

კავშირის წესდებაში ცვლილების რეგისტრაცია - 23 დეკემბერი 2011 წ.;

საიდენტიფიკაციო კოდი - 202 910 314

 

„პოლიტიკური პრიორიტეტები“-ს

ამსახველი ნუსხა:

„აი, მოდის ახალი არჩევანი ...

წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო,

წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ:

ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა ...

აირჩიე ქართველო ერო, აირჩიეთ ქართველებო,

აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა ...

რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!“


ზვიად გამსახურდია


1. საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის;

2. საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები: საქართველოს სამხარეო დაყოფა;

3. საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები: საქართველოს პარლამენტი;

4. საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები: საქართველოს პრეზიდენტი;

5. 1991 წ. დეკემბერსა და 1992 წ. იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის;

6. საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლია-ნობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები;

7. აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები;

8. საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის;

9. საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი“ [„კავმშვისა“];

10. საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ („ერთადა“).

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე

წინასაარჩევნო

პოლიტიკური პროგრამა


სურათი   იხილეთ სრული კრებული