Print

გაერთიანების დებულება - 2012 წ.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

დებულება

 

„მთავრდება ჟამი, და ბოლო წამიც ჩამოჰკრავს...

ეორედ მოსული

ქრისტე - გააპობს წყვდიადს!

მხოლოდ ის გადარჩება, ვინც საქმით ჩამოჰგავს,

უფლისგან კურთხეულ -

დავითს, ილიას, ზვიადს...“

 

საქართველოში შექმნილი ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური  მდგომარეობისგამო,გადავწყვიტეთდავაფუძნოდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, რომელიც, ღმერთის ნებით,იქნება კიდეც, არსებული რეალობის აუცილებლობით ნაკარნახევი, ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ძირითადისაყრდენიძალა.

დე, უფლისმიერი სამართალიყოფილიყოსჩვენთან,ამ - მოსალოდნელ, ურთულეს  ბრძოლაში. ამენ!

 

წინათქმა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციები ვგმობთ: ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას, და დასახული მიზნის მისაღწევად ვიბრძვით მხოლოდ - სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით. აქედან გამომდინარე უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ:

1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

სამოქმედო საფუძველია:

- იბერიულ-კავკასიური ცნობიერება;

- საქართველოში არსებული ფაქტობრივი რეჟიმის სრული სამართლებრივი მიუღებლობა;

2. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

სამოქმედო მიზანია:

- გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გაერთმთლიანება;

- საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა;

- ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება;

3. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

პრიორიტეტული პრინციპებია:

- საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;

- საქართველოს: მუდმივი აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოდ გამოცხადება;

- საინფორმაციო საშუალებათა რეალური დამოუკიდებლობა;

- ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

 

 

სტრუქტურულ - ორგანიზაციული საკითხები


 მუხლი 1

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება “უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ (შემდგომში გაერთიანება) ღიაა ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ინდივიდუალური წევრისათვის, რომელიც იზიარებს წინამდებარე დებულებას.

 

მუხლი 2

გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ინარჩუნებს სრულ ავტონომიურობას.

 

მუხლი 3

გაერთიანების წევრი ორგანიზაციები კისრულობენ ვალდებულებას მოახდინონ თავისი პოლიტიკური საქმიანობის ურთიერთკოორდინაცია და რიგ შემთხვევაში გამოდიან, როგორც -  ერთი პოლიტიკური სტრუქტურა.

 

მუხლი 4

გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციები და ინდივიდუალური წევრები თავისუფალნი არიან თავიანთ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, თუ ეს დაკავშირებული არ არის გაერთიანების მუშაობასთან.

 

მუხლი 5

გაერთიანების მუშაობაში  მონაწილეობას ღებულობენ:

 - წევრი ორგანიზაციები, გადამწყვეტი ხმის უფლებით;

- ინდივიდუალური წევრების გამაერთიანებელი „მრჩეველთა საბჭო“, გადამწყვეტი ხმის უფლებით;

- გაერთიანების დარგობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელები, სათათბირო ხმის უფლებით;

- ცალკეულ შემთხვევებში:

ა) გაერთიანების ინდივიდუალური წევრები, სათათბირო ხმის უფლებით;

ბ) მოწვეული სტუმრები, სათათბირო ხმის უფლებით. 

 

მუხლი 6

გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოა: „უფლისმიერი ლასკარი“, რომელიც შედგება:

1. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების მიერ დელეგირებული ორ-ორი წარმომადგენლისაგან;

2. გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“,-ს სხდომაზე დამტკიცებული „მრჩეველთა საბჭოს“ ორი წარმომადგენლისაგან.

 

მუხლი 7

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“, სადამფუძნებლო შეკრების მონაწილე წევრი ორგანიზაციების პირველ სხდომაზე, ირჩევს - პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება “უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარი“-ს  სპიკერს.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება “უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარი“-ს  სპიკერი

- ხელს აწერს მიღებულ გადაწყვეტილებებს,

- წარმოადგენს გაერთიანებას, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას.

შენიშვნა:

ა) გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმირება ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს პირველ სხდომაზე;

ბ) გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ პირველ სხდომაში მონაწილეობას იღებენ: გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი და გაერთიანების სადამფუძნებლო სხდომის მონაწილე ინდივიდუალური წევრები.

 

მუხლი 8

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომა უფლებამოსილია ჩატარდეს, თუ მას ესწრება: გაერთიანების წევრ-ორგანიზაციათა ორი მესამედი.

 

მუხლი 9

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება [გარდა ახალი წევრი ორგანიზაციის მიღების თაობაზე] ხდება სხდომის მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით.

ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს: გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერს.

მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად გაერთიანების ყველა წევრისათვის.

 

მუხლი 10

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ავტომატურად ხდება - გაერთიანებაში შემავალი წევრების, გაერთიანებიდან გარიცხვის საფუძველი.

 

მუხლი 11

გაერთიანებაში ახალი წევრების მიღება/გარიცხვა:

1. წევრი ორგანიზაციის მიღება/გარიცხვა:

-            გაერთიანებაში ახალი წევრი ორგანიზაციის მიღება/გარიცხვა ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანებაში შემავალი წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობის შემთხვევაში;

2. ინდივიდუალური წევრის მიღება/გარიცხვა:

- გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაზე, ხმათა უბრალო უმრავლესობით, ახალი ინდივიდუალური წევრი მიიღება - კანდიდატის სტატუსით.

- კანდიდატის სტატუსის მქონე პირის, გაერთიანების - ახალ ინდივიდუალურ წევრად მიღება/გარიცხვა ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“ სხდომაზე, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

 

მუხლი 12

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი სხდომის მონაწილეებთან ათანხმებს დღის წესრიგსა და სამუშაო რეგლამენტს.

 

მუხლი 13

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“, თავის გადაწყვეტილებათა მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ქმნის:

- სამსახურებს;

- პრობლემურ და დარგობრივ კომისიებს,

რომლებიც - ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს წინაშე.

 

მუხლი 14

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს  მიერ ჩამოყალიბებული ყოველი ერთეულის - სტრუქტურა და სამოქმედო რეგლამენტი, დგინდება [მიიღება] კონკრეტულ შემთხვევაში, გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 15

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სამსახურებსა თუ პრობლემულ და დარგობრივ კომისიებს ხელმძღვანელობს და აკომპლექტებს, გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს მიერ დანიშნული,  შესაბამისი სტრუქტურული რგოლის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 16

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- ს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება, გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

თბილისი

23-24 ივლისი, 2012 წელი

 

სადამფუძნებლო სხდომის მონაწილენი:

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით:

მიხეილ (გელა)  სალუაშვილი

- „სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირი“-ს სახელით:

სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე]

- იბერიულ-კავკასიური მოძრაობა "ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი"-ს სახელით:

სერგი საჯაია