Print

სულის ხსნისათვის მაფიქრალთა გასაგონად

სულის ხსნისათვის მაფიქრალი,

ანუ

უკვე შემზადებული მსმენელისათვის

ძალმოსილებით აღჭურვილი უფალ იესუ ქრისტესგამოჩენისწინა - ბოლო ჟამად სახელდებული დროითი მონაკვეთის გასრულების მაუწყებელი, და მისტერიული - „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“-ის სახელდებით მიმდინარე პროცესი, თავის დამამთავრებელ იმ სტადიას უახლოვდება, რომელიც - 2013 წლის ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დაიწყება.

ამ მიჯნამდე 40-იოდე დღით ადრე, 2012 წელს გამართული არჩევნებიდან მეორე, ანუ - 2013 წელს, კალენდარული - მეექვსე თვის 24-ე დღეს, გვინდა რა შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, საჯაროდ ვაცხადებთ - ადამიანურ რანგში, ჩვენს მიერ გასავლელი ბოლო მისტერიული პროცესისთვის ღია სამზადისის დაწყების თაობაზე, და ვხსნით ახალ ჯგუფს, სახელწოდებით - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველოსკენ“.

სულის ხსნისათვის მაფიქრალ და უკვე შემზადებულ „ფეისბუქის“ მეგობართა იმ წრეს, რომლებიც [შემზადების ხარისხისდა მიხედვით განსაზღვრულ ამა თუ იმ ეტაპზე] გადაწყვეტენ გაწევრიანდნენ ჯგუფში, ანუ აიღონ თავიანთი ჯვარი და შეუდგნენ, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობ გზაზე სიარულს, ბიბლიაში დაცული, საწყისი ორიენტირის გამომკვეთი, მინიშნება გვინდა შეგახსენოთ:

„... მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის მათი ღმერთის სახლში, მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს“ [ანგია 1,14-15].

მაშ ასე, ვიწყებთ - საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში ჩაბმისათვის ღია მზადებას.

2013 წლის 24 ივნისი