შესავალი
საპრეზიდენტო პროგრამის:
„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“
ეროვნულ - რელიგიური ნაწილი
1. წინათქმა, ანუ - შესავლის მაგიერ
„აჰა, ილაპარაკეჩემიხალხისგასაგონად
წინასწარმეტყველურისიტყვები,
რომლებსაცჩავდებშენსბაგეებში, ამბობსუფალი.
დადააწერინეისინიქაღალდზე,
რადგანსარწმუნოადაჭეშმარიტი.
ნუშეგაშინებსშეთქმულებებიშენსწინააღმდეგ,
ნურცნათქვამისადმიხალხისურწმუნოებანუშეგაშფოთებს.
რადგანყოველიურწმუნოთავისსავეურწმუნოებაშიმოკვდება“
(3 ეზრა 15,1-4)
მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.
სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმა მრავალი საუკუნის მანძილზე ეძებდა სამოთხეში, ანუ უზენაეს ძალასთან - ღმერთთან დასაბრუნებელ გზას.
ორი ათასი წლის წინათ, კაცობრიობის სულთა სახსნელად დედამიწაზე მოვლენილმა - განკაცებულმა უფალმა იესუ ქრისტემ, მოგვიანებით ქრისტიანულ მოძღვრებად სახელდებული სწავლების გადმოცემისას, ბრძანა:
- „...კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ; რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. ხოლო სადაც მე მივალ, თქვენ იცით, და გზაც იცით. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიხვალ, როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? უთხრა მას იესუმ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ“ [იოანე 14,3-6].
ძის მიერ მამისაკენ სავალი გზის მაჩვენებელ წიგნთა-წიგნს, ძველი და ახალი აღთქმის გამაერთიანებელი - ქრისტიანული ბიბლია ეწოდა.
ხრწნადი სხეულის, ანუ სიკვდილის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმისათვის მაშველ რგოლად იქცა მაცხოვრისეული დანაბარები - „...კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ“.
ამ დიდებული დროის დადგომის მოლოდინით აღვსილი მოციქულების შინაგანი განცდის თაობაზე სახარება ასე გვაუწყებს:
- „და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?“ [მათე 24,3].
ამ კითხვაზე პასუხის შემცველი, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისწინა დროის დადგომის შესაცნობი ნიშნების ჩამონათვალით სავსეა ოთხივე სახარება, რომელიც მაცხოვრის შემდეგი გაფრთხილებით ფორმულირდება:
- „ხოლო ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].
ბიბლიური სწავლებით - მეორედ მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა დრო: ბოლო ჟამადაა სახელდებული, ანუ ესაა ის მონაკვეთი, როდესაც უნდა აცხადდეს ამ დროის დადგომის შესაცნობი წინასწარნაუწყები ყველა ნიშანი, რამეთუ ეს ნიშნები:
- „...საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,9].
მათი დადგომის თაობაზე, საუკუნეების სიღრმიდან მოკარნახე ბიბლია, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა გასაგონად, ასე ბრძანებს:
- „...ახლოვდება ჩემი სამსჯავრო. არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისთვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე და მცირეოდენ შენნაირებს [აქ - ბოლო ჟამში მაცხოვრებლებს]. ვუპასუხე და ვთქვი: აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო როდის“ [3 ეზრა 8,61-63].
უზენაესის პასუხი ასე ჟღერს:
- „მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როდესაც დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ [3 ეზრა 9,1-2].
საქართველოს სულიერი მისიის სულისკვეთებით ნასაზრდოები ერის გულისმიერი ამოძახილი, იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“-ში ასეა ფორმულირებული:
- „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამითა ენითა...“-ო
ყოველივე ზემოთქმული, მთლიანობაში გააზრების შემდეგ ასე შეიძლება შევაჯამოთ:
- ღმერთთან მისასვლელი გზა, მხოლოდ განკაცებული უფლის მიერ გადმოცემულ, და შემდგომში, მართლადმადიდებელ ქრისტეანულ სწავლებად სახელდებულ რჯულშია ნაჩვენები [იხ. იოანე 14,6];
- განკაცებული მაცხოვარი, პრინციპით ვისაც ყური აქვს ისმინოს, დეტალურად გვაუწყებს მისი მეორედ მოსვლისწინა დროის დადგომის შესაცნობ ნიშნებს [იხ. მათე 24,1-35];
- იქვე მკაცრი გაფრთხილებაცაა მოცემული, რომ უფლის გაცხადებისეული კონკრეტული დრო, მამის მეტს, არავის ეცოდინებაო [იხ. მათე 24,36];
- ამის პარალელურად, ბიბლია, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთ, ერთგვარად განუსაზღვრავს, რომ სწორედ მათი ვალია - თავად ამ ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების დროითი მიჯნების გამოკვლევა [იხ. 3 ეზრა 9,1-2];
- იოანე-ზოსიმეს პირით გადმოცემული ღმერთის ნების თანახმად: უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისწინა დროში აცხადებული ნიშნების ყველასათვის გამჟღავნება - ქართული ენის წილხვედრია, ანუ სწორედ - ამ ენაზე მოლაპარაკე ერის წარმომადგენლები იქნებიან უფლის ნების გამხმოვანებელნი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლის მიერ წმიდა წერილში გადმოცემული ნიშნების ასრულების ფონზე, ვფიქრობთ მოვიდა დრო რათა უფლისმიერ ნებაზე დაყრდნობით, ანუ - უფლის სახელით განვაცხადოთ, რომ:
- საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა წმინდა წერილშია წინასწარნაუწყები, ანუ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ადგილია - საქართველო!
- უფლის სახელით ვაცხადებთ, რომ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი თითქმის ყველა ძირითადი ნიშანი უკვე აცხადებულია;
საქართველოს სულიერი მისიის მკვლევარი, და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია ბრძანებდა:
- „ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისაო“.
შესაბამისად:
უფლის სახელით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ჯვარცმისეული გზა დასასრულს უახლოვდება;
უფლის სახელით ვაცხადებთ, რომ წინ საქართველოს გაბრწყინების ეტაპი გველოდება.