ბიბლიაზე დაყრდნობით, ანუ - უფლის სახელით
2. უფლის სახელით - გაცხადებული
ნიშნები ბოლო ჟამისანი
ვითვალისწინებთ რა, რომ - ბიბლიაში, პრინციპით - ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - დეტალურადაა მოცემული ბოლო ჟამის თაობაზე არსებული კოდირებული ინფორმაციები;
ვითვალისწინებთ რა, რომ - ბოლო ჟამი - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისწინა დროის მონაკვეთია; და
ვითვალისწინებთ რა, რომ - საქართველო არის: ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ძირითადი ადგილი...
უფალ იესუ ქრისტეს მიერ გადმოცემულ ნიშნებზე დაყრდნობით, ანუ უფლის სახელით, შემოგთავაზებთ ბოლო ჟამად სახელდებული იმ დროის მინაკვეთზე საუბარს, რომელიც - საქართველოს გასაბჭოებიდან იღებს სათავეს და მ. სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობისეული მიჯნის დასასრულს ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლითაა შემოფარგლული.
ბიბლიიდან გვეუწყება:
- „... ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [და. 12,9-10];
და კიდევ: გვახსოვდეს
- „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე“ [3 ეზრა 9,15-16].
ჩვენ, მათდა გასაგონად გვინდა ვისაუბროთ, ვინაც - ღვთისაგან ბოძებული გონიერებისა გამო „წვეთში“ ყოფნის წილხვედრილია... ხოლო, ის თუ ვინ-ვინაა, ამაზე ყველამ თვითონ იფიქროს...