Print

ბოლო ჟამის მოვლენათა ე.წ. - ჯაჭვის რგოლი - ედ. შევარდნაძე

ბ) ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების

ედ. შევარდნაძის საქმიანობის დროითი საზღვარი,

ანუ რგოლი მეორე: 1992-2003 წ.წ.

 

ედ. შევარდნაძის, ჩვენს თვალწინ წარმართული, საქმიანობა, ბიბლიურ სცენართან მიმართებაში ასეთი სახისაა:

„ცხებული მეფის“ [ზვიად გამსახურდიას] მოკვეთის [განდევნის] „შემდეგ“, ხელისუფლების სათავეში, ჯერ [1992 წ. 2.01] -  „სამი მეფე“ [თ. კიტოვანი, ჯ. იოსელიანი, თ. სიგუა] მოდის [იხ. დან. 8,8; დან. 9,21-23];

მოგვიანებით, „როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს [1991 წ. 22.12 – 1992 წ. 7.01] აღასრულებენ“, სამეულს უერთდება ანტიქრისტეს არსის მატარებელი: „მეოთხე მხეცი (მეფე)“ [ედ. შევარდნაძე], იქმნება ე.წ. -  „სახელმწიფო საბჭო“ [1992 წ. 10 მარტი] [იხ. დან. 8,8-9; დან. 9,22-25];

 

და მართლაც: ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, ანუ 1992 წლის 2 იანვარს, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, ჩამოყალიბებული იქნა „სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა); 1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი - ედ. შევარდნაძე.

 

დანიელის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ:

- „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა... მისი (ზვიად გამსახურდიას) მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ (დეკემბერ-იანვრის მოვლენების ბიბლიური შეფასება), დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე (ედ. შევარდნაძე)...“ (დან. 8,21-23).

 

ედ. შევარდნაძე 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. „არჩევნებით“, „საქართველოს სახელმწიფო მეთაური-პარლამენტის თავმჯდომარის“ სტატუსით აღიჭურვა, და შეუდგა საქმიანობას:

- „განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს...“ (დან. 8,24-25).

 

წმიდა წერილი იქვე იუწყება - ედ. შევარდნაძის საქმიანობის, ზოგადი [10,5 წლიანი] დროითი მიჯნის თაობაზეც, რომელიც ასევე ორი პირობითი [1. „ერთი შვიდეული“ და 2. „შვიდეულის ნახევარი“] მონაკვეთისაგან შედგება:  

 

როგორც ვიცით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აქტიური მზადება ედ. შევარდნაძემ, თავისი გუნდის მიერ 2003 წლის 5 აპრილს, საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებით დაიწყო.

2003 წლის 22-23 ნოემბერს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ედ. შევადნაძემ ქვეყნის მართვა, თავისივე გამოზრდილი გუნდის ახალგაზრდულ ფრთას „დაუთმო“.

ბიბლიაში ვკითხულობთ:

- იგი (ედ. შევარდნაძე) მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას (1992 . ოქტომბერიდან) ერთ შვიდეულში [აქ - 7 წელი: 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 ოქტომბერი], შვიდეულის ნახევარში [აქ - 3,5 წელი] შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს [იწყება „მოქკავშირის“ რღვევის პროცესი: 2000, 2001, 2002 და ნოემბერი, დეკემბერი; 2003 წლის: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 2003 წლის აპრილში ედ. შევარდნაძის მიერ დაარსდა საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“, რომელმაც 2003 წლის 22-23 ნოემბერს დაასრულა თავისი საქმენი-საგმირონი]. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი (ედ. შევარდნაძის საქმიანობის ბიბლიური შეფასება) ვიდრე (1992 წ. ოქტომბრიდან, 10,5 წლის ბოლოს, ანუ 2003 წელს) განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს [დან. 9,27];

 

ამდენად, ზვიად გამსახურდიაზე ნაწინასწარმეტყველების [62 შვიდეული, ანუ 434 დღე] მსგავსად, მის შემდგომად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ედ. შევარდნაძემაც, სწორედ ბიბლიაში დაფიქსირებული - 10,5 წლიანი დროის ამოწურვის შემდეგ დაამთავრა თავისი მმართველობა.

 

გ) ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი

მ. სააკაშვილის „მეფობის“ დროითი მიჯნები,

ანუ რგოლი მესამე: 2003-2012 წ.წ.

საუბრის დაწყებამდე მოკლედ გავიხსენოთ 2003-2008 წ.წ. დროის მონაკვეთში მ. სააკაშვილთან მიმართებაში დაფიქსირებული ბიბლიური ინფორმაციები: