Print

ბოლო ჟამის მოვლენათა ე.წ. - ჯაჭვის რგოლი - მ. სააკაშვილი

გ) ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი

მ. სააკაშვილის „მეფობის“ დროითი მიჯნები,

ანუ რგოლი მესამე: 2003-2012 წ.წ.

საუბრის დაწყებამდე მოკლედ გავიხსენოთ 2003-2008 წ.წ. დროის მონაკვეთში მ. სააკაშვილთან მიმართებაში დაფიქსირებული ბიბლიური ინფორმაციები:

1. ნაწინასწარმეტყველები 10,5 წლის [1992 წ. 11.10 – 2003 წ. 11.04] შემდეგ [2003 წ. 23.11], ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძეს „ამხობს“ - „მისი ერთ-ერთი მთავართაგანი“, და

იწყება - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის მმართველობა [იხ. დან. 9,27; დან 9,23-28; დან. 7,7; გამოცხ. 17,10-12; დან. 11,2-5;]:

 

- „... [ედ. შევარდნაძე] წინ აღუდგება მთავართა მთავარს [აქ - ოპოზიციის ლიდერი მ. სააკაშვილი] და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით“ [დან. 8,25];

- „გაძლიერდება სამხრეთის მეფე [ედ. შევარდნაძე], მაგრამ [10,5 წლის თავზე] იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი [თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - მ. სააკაშვილი], გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება“ [დან. 9,5].

2. 2003 წლის მიწურულს მომხდარის შემდგომად ხელისუფლებაში მოსულთა საქმიანობის თაობაზე ბიბლია ასე წინასწარმეტყველებს:

- „სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე. დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს, ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში... ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს...“ [ესაია 3,4-6; 12].

 

3. აღნიშნული ეტაპი - „სამი მეფის“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] ერთდროული გამოჩენით იწყება. მოგვიანებით [2005 წ. 2-3 თებერვალი] „შუა თავის“ [ზ. ჟვანიას] „გაუჩინარება“ [მკვლელობა] ხდება [იხ. 3 ეზრა 12,22-26; 3 ეზრა 11,29-33];

შემდგომად, დარჩენილი „ორი თავიდან (მეფიდან)“ - „მარჯვენა თავი“ [მ. სააკაშვილი] „მარცხენა თავს“ [ნ. ბურჯანაძეს] იცილებს გზიდან [2008 წ. 21.05 – 7.06] [იხ. 3 ეზრა 11,35; 3 ეზრა 12,27-28]:

- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში  (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე)...“ [3 ეზრა 12,22-23].

2005 წ. 3 თებერვალს, ამ „სამეულს“ - ზ. ჟვანია გამოაკლდა. ბიბლიაში ამაზე ვკითხულობთ - „...აჰა შუა თავი (ზ. ჟვანია)... უეცრად გაუჩინარდა“ [3 ეზრა 11,33]; აღნიშნულთან მიმართებაში კი - „... ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“ [3 ეზრა 12,26].

„დუეტში“ დარჩენილთა თაობაზე ასე გვეუწყება:

- „დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ - საქართველოში) და მის მკვიდრებზე [3 ეზრა 11,34].

მიზეზთა გამო, ნ. ბურჯანაძემ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, და შესაბამისად, 2008 წლის 6 ივნისის საპარლამენტო სხდომაზე, მის მაგივრად საქართველოს ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ დ. ბაქრაძე აირჩიეს. წმიდა წერილი მომხდარ მოვლენაზე ასე მიგვანიშნებს - „ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა (მ. სააკაშვილმა) მარცხენა თავი (ნ. ბურჯანაძე)“ [3 ეზრა 11,35].

4. მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავი“ [მ. სააკაშვილი], აგრძელებს რა ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის გზასავალს, „წარმატებით“ აგვირგვინებს - ბიბლიისეულ წინასწარმეტყველებას [2008 წ. აგვისტოს: საქართველო - რუსეთის ომი] [იხ. 3 ეზრა 11,45; დან. 12,4]:

- „მისი [ედ. შევარდნაძის] დადგომისთანავე [1992 წ.] შეიმუსრება მისი სამეფო [საქართველო] და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა [1. აფხაზეთი, 2. ე.წ. სამხრეთ ოსეთი, 3. აჭარა და 4. დანარჩენი საქართველო]; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება [ახალი ხელისუფალი (ანუ მ. სააკაშვილი),  არჩევნების გზით არ მოვა] და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი [ჯერ: ედ. შევარდნაძისა და შემდეგ: მ. სააკაშვილის] სამეფო, და ამას გარდა სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“ [დან. 11,4].

 

 2008 წლის შემდგომად დაწყებულ დროში მომხდარზე, უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

ბოლო ჟამის შემდეგი [„მესამე“] ჯაჭვის რგოლი, პირველთა მსგავსად, ორი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება.

ზოგადად, წმიდა წერილისეული მინიშნების თანახმად, ცრუწინასწარმეტყველი - ანტიქრისტეს საქმეთა გამგრძელებელი, და მასთან დაკავშირებით ნაწინასწარმეტ-ყველები მინიშნებების ერთგვარი თანაზიარია. კერძოდ:

- ცრუწინასწარმეტყველი (მ. სააკაშვილი), ანტიქრისტეს (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, ასევე დიდი არეულობისა და განდგომილების ფონზე მოდის (იხ. II  თესალ. 2.2-3);

- ისიც, თავიდან ე.წ. კოლექტიური მმართველია (ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძესთან ერთად); რომლებსაც, ანტიქრისტეს მსგავსად, გზიდან ჩამოიცილებს (2005 წ. თებერვალი - ზ. ჟვანია; 2008 წ. აპრილი/ივნისი - ნ. ბურჯანაძე), და ერთპიროვნულად გააგრძელებს, გატიალების სიბილწისეულ ჟამზე, ნაწინასწარმეტყველების აღსრუ-ლებას (იხ. 3 ეზრა 12,22-28);

- ანტიქრისტეს დროს დაწყებული ქვეყნის დაშლის პროცესი, ცრუწინასწარმეტ-ყველის მმართველობისას იურიდიულად ფორმდება - „... რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო, და ამას გარდა (აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი), სხვათა (აქ - რუსეთისა და მისი მარიონეტების) ხელში გადავა“ (დან. 11,4).

როგორც ცნობილია ბიბლიური „ჩრდილოეთის მეფის“ ვერაგობისა, და - „სამხრეთის მეფის“, ანუ ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის პირად ამბიციებზე აგებულ, უპრინციპო და გაუაზრებელ ქმედებათა გამო, - 2008 წ. 7/8-12/13 აგვისტოს სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი დაპირისპირების შედეგებიდან გამომდინარე, - 2008 წლის 25(26) აგვისტოს, რუსეთმა, საქართველოს ძირძველი მიწის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნო.

დიახ, კოდირებული - „სხვათა ხელში გადავა“-ს საბოლოო დასრულება - 2008 წლის 25(26) აგვისტოს მოხდა:

- „გუშინ (აქ - 25/08-2008 წ.) რუსეთის დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას“ (გაზ. „ახალი თაობა“, 26/08-2008 წ., გვ.3); ხოლო 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა, უკვე  ოფიციალურად დაადასტურა „დუმის“ გადაწყვეტილება.

საქართველოს პარლამენტმა - ქვეყნის საერთო იურიდიქციიდან ფაქტობრივად და იურიდიულად „ჩამოცილებული“ ეს ორი რეგიონი - რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა, რითაც საბოლოოდ „დაადასტურა“ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების ასრულება - დაქუცმაცებული ქართული მიწის ნაწილი - „სხვათა ხელში“ გადავიდა.

ამდენად, ბიბლიური მინიშნებით:

- ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის ღია ერთპიროვნული მმართველობის დაწყება, ერთის მხრივ, და

- საქართველოს დაქუცმაცებული „სამეფოს“ ნაწილის სხვათა ხელში გადასვლა, მეორეს მხრივ,

თანხვედრი პროცესია, რომელიც, მთლიანობაში, 2008 წლის ივნისის პირველი რიცხვებიდან იწყება (როდესაც აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარცევნო სიაში მისთვის გამოყოფილი ქვოტით ყოფნაზე, და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად, დ. ბაქრაძე აირჩიეს), და 2008 წლის აგვისტოს მიწურულს მთავრდება.

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, მისივე საქმეთა გამგრძელებელი ცრუწინასწარმეტყველის (მ. სააკაშვილის) საქმიანობის „დასასრულის დასაწყისის“ ბიბლიური მინიშნება, სწორედ, ზემოთგადმოცემული დროითი მინიშნებითაა გამოკვეთილი.

კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას (კოდია). ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო (ერთი წელი) - ორი დრო (ორი წელი) და ნახევარი დრო (ექვსი თვე). შემდეგ (ანუ 3,5 წლის დამთავრებიდან ათვლით) დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,25-26).

ბიბლიაში მითითებული 3,5 წლის ათვლა, ზემოთ უკვე მიღებული დროიდან, შემდეგ ორ მიჯნას გამოკვეთავს:

1. 2008 წ. აპრილი - 21 მაისი-7 ივნისიდან ათვლილი 3,5 წელი, ესაა 2011 წლის ოქტომბერი - 21 ნოემბერი - 7 დეკემბერი, ანუ ყურადსაღებია:

- ერთის მხრივ - 2011 წლის ოქტომბერ - ნოემბრიდან  7 დეკემბრამდე, ხოლო 

- მეორეს მხრივ - 2011 წლის 7 დეკემბრიდან ათვლილ დროში მომხდარი;

2. 2008 წ. 7/8-26 აგვისტოდან ათვლილი 3,5 წელი ესაა:

- 2012 წლის 7/8-26 თებერვლის დროითი მონაკვეთი.

 

ამდენად, ბოლო ჟამისეული კუთხით, ზემოთ მითითებული დროითი მიჯნები გამოკვეთენ იმას, რასაც ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის - „დასასრულის დასაწყისი“ ჰქვია, ანუ ეს ყველაფერი:

- 2011 წლის ოქტომბერ -ნოემბრიდან, ვიდრე 2012 წ. 26 თებერვლის „შემდგომ“ იწყება.

და აი,  ჯაჭვის შემდეგი რგოლიც, სახელდებით - ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამ დროის შემდგომად მომხდარი მოვლენებით გამოიკვეთა.

 

 

დამამთავრებელი მეოთხე რგოლი, ანუ

2012 წ. ოქტომბრიდან 2013 წ. ოქტომბრამდე

1. საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1 ოქტომბერს ჩატარებით, დაგვიდასტურდა, ბიბლიური: „მეათე თვის პირველ დღეს, მთათა მწვერვალების გამოჩენის“ [იხ. დაბ. 8,5] მისტერიული პროცესის მიმდინარეობა;