Print

... უფლის სახელით მოქმედების დრო ახლოვდება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

არსობრივი მხარისათვის

„ესენი რომ ჩათავდება,

გამოჩნდება ნიშნები, ადრე რომ გაჩვენე;

მაშინ გამოცხადდება ჩემი ძე,  შენ რომ იხილე,

 როგორც კაცი, ზღვიდან ამომავალი“

[3 ეზრა 13,32]

ფიზიკურში უკვე მომხდარი [აცხადებული] ნიშნების შეხსენების შემდეგ, მოდით განვიხილოთ ის წინასწარმეტყველებანიც, რომელიც წინ უძღვის ბიბლიაში გადმოცემული „სამსჯავროს“ მიწიური ეტაპის დასრულების შემდგომად მოსახდენს:

- „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება“ [იხ. დან. 7,27].

საუბრის გაგრძელებამდე, უნდა გავიხსენოთ, რომ მაცხოვრის პირველი მოსვლისაგან განსხვავებით, როდესაც განკაცებული უფალი, ნათლისღებიდან ათვლით ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდე, საღვთო სწავლებას გადასცემდა კაცობრიობას, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადება, განკითხვის დღის დადგომასთან ასოცირდება.

თავის მხრივ: - განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შეძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,49].

როგორც ვნახეთ, ბიბლიური ტექსტი ამ საქმიანობას, იმ დროში მოსახდენად წარმოგვიჩენს, ვიდრე - მოვა დასასრული, ანუ - განკითხვის დღე“.

აქ შეფარული მინიშნების არსის გასაგებად, მაცხოვრის შემდეგი ნათქვამი უნდა გავიხსენოთ:

- „... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ -ო [მათე 23,39].

ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ მოცემულია ის კოდირებული დროითი მონაკვეთი, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს - უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა.

სახარებაში მაცხოვარი კოდირებულად, თუმცა ღიად ამბობს - „ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ...არ დადგება ის დრო, რომელ დროშიც მოღვაწეთა თაობაზე, ბოლო ჟამში მაცხოვრებლები - „არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“-.

მოახლოებული მიჯნის თაობაზე ბიბლია ასეთ მინიშნებას იძლევა:

- „დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს (კოდია) - და ყოველი მეფე შენს დიდებას, გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ“- (ესაია 62,2).

წმიდა წერილი, იქვე, სავარაუდო სამოქმედო გეგმის კონტურებსაც გვთავაზობს:

- „აჰა, დადგება ჟამი (კოდია), ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს (კოდია), მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6).

ტექსტიდან გვეუწყება, რომ ესმორჩი“ თურმე მოდის, რათა - „გააჩინოს“ (განაწესოს) ის, რაც ამ დროისათვის არ არის დამყარებული, ანუ - „აღადგინოს სამართალი“.

მაშასადამე, გამოიკვეთა რომ - წმიდა წერილისეული კოდირებული ტექსტი, პრინციპით - „ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს“, განკითხვის დღის დადგომის წინარე დროში, იმ ძალის (ჯგუფის) გამოჩენაზე გვანიშნებს, რომელიც, ერის ხმაზე დაყრდნობით, „გააჩენს (აქაღადგენს იმ) სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში“, ღვთის ნებასთან, ანუ უფლისმიერ სიმართლესთან რომ იქნება თანხვედრილი.

აღნიშნულის მისტერიული მინიშნება, 2011 წლის 23 დეკემბერს ასრულდა, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სახელდებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ჩვენი პ/გ-ის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“ [პირველი რეგისტრაცია - 2.04.1992 წ., მეორე რეგისტრაცია - 27.02.1995 წ.] სრული დასახელება ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

2013 წლის 18 მაისს გამართულ „ლასკარის“ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩვენი პ/გ, 2013 წ. ოქტომბერში საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში „უფლის სახელით -  უფალია ჩვენი სიმართლე“ სახელდებით ჩაერთვება.

ამდენად, ბოლო ჟამში ასაცხადებელ ნიშანთა შორის, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშანსვეტი, ერთი პირობითი მედლის ორ მხარედ იქცა... აქედან, ერთ მხარეს - „უფალია ჩვენი სიმართლე“ აწერია, და 2011 წლის 23 დეკემბერს უკავშირდება; ხოლო მეორე მხარის „წარწერა“ – „უფლის სახელით“, სწორედ ზემოთხსენებულ 2013 წლის 18 მაისსთან განივთდა.

 

წინამდებარე საპრეზიდენტო პროგრამის: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს ეროვნულ-რელიგიური ნაწილი, შემდეგი ბიბლიური წინასწარმეტყველებით გვინდა დავასრულოთ:

- „შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო [აქ - „ბოროტეული თავი“, ანუ მ. სააკაშვილი] ისრაელისა [აქ - საქართველო], რომელსაც დაუდგა ჟამი [„ჟ“ = 18: 1995 -2013 წ.წ.], როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება. დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება [კოდია], სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო“ (ეზეკ. 21,30-32).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!