Print

ეროვნულ-პოლიტიკური ნაწილი - სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობა - პირველი ნაკვეთი

საპრეზიდენტო პროგრამის:

„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

 

ეროვნულ - პოლიტიკური ნაწილი

 

„თქვენთვის ღიაა სამოთხის კარი,

დარგულია სიცოცხლის ხე,

გამზადებულია მომავალი ჟამი,

გამზადებულია სიუხვე,

აგებულია ქალაქი, მონიჭებულია შვება,

სრულქმნილია სიკეთე და სრულქმნილია სიბრძნე“

[3 ეზრა 8,52]

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

 

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების, ანუ განკითხვის დღის დადგომამდე დარჩენილ დროში, საქართველოს გაბრწყინების მომლოდინე ქართველმა ერმა, ჩვენი ქვეყნის დღემდე მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებიდან რადიკალურად განსხვავებული გზასავალი აუნდა აირჩიოს.

 

საპრეზიდენტო პროგრამის: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს წინამდებარე ნაწილში წარმოგიდგენთ ჩვენს ქვეყანაში განსახორციელებელ იმ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლის აღსრულებაც მთლიანადაა დამოკიდებული, ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მხარდაჭერის, ანუ ნდობის ხარისხზე.

 

საქართველოში

პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების

პირველი ნაბიჯი - უნდა შეიქმნას:

 „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის

საკითხების შემსწავლელი კომისია“

 

აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი,

და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს,

მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა,

გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად“

[იერ.  23,5]

 

1. შესავალი

ბიბლიური სწავლების თანახმად - არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ყოველი ჩვენთაგანი, მიზეზთა გამო, გარკვეულ ცხოვრებისეულ შეცდომებს ვუშვებთ. თითოეული ასეთი შეცდომა, მისი -  გამოუსწორებლობის, ანუ - მოუნანიებლობის შემთხვევაში, თითქმის გადაულახავ ბარიერად გვექცევა ხოლმე. და პირიქით - ყოველი ჩადენილი შეცდომის მართებულად გააზრებისა და მონანიების შემთხვევა, ჩვენი ცხოვრების კვლავ  ნორმალურ მდინარებაში დაბრუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

 

ანალოგიური მდგომარეობაა ინდივიდთა ერთობისაგან შემდგარ ერსა და სახელმწიფოსთან მიმართებაშიც:

 

ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ, მიზეზთა გამო, ჩადენილი შეცდომა-დანაშაული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ნორმალურ რიტმს, დანაშაულის ხარისხისდა მიხედვით აფერხებს - ქვეყანა გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ვარდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი.

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ, გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე სამართლიანობის აღდგენის მიზნით  დაწყებული საქმიანობის ახალ ეტაპზე აყვანის რეალური საფუძველი შექმნა..

ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველი ხალხი, თავისი გამორჩეული შვილების წინამძღოლობითა და გვერდში დგომით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მეტ-ნაკლები წარმატებით, განუწყვეტლივ აწარმოებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა-დამკვიდრებისაკენ მიმართულ თავგანწირულ ბრძოლას.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში, 1988 წლის ბოლოდან ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აზვირთებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას - კონკრეტული შედეგი მოჰყვა:

 

ქართველი ხალხის ნდობის მანდატით აღჭურვილმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, თავდაპირველად შექმნა ისეთი პირობები, რამაც შესაძლებელი გახადა შესაბამისი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მისცემოდა - რუსეთის იმპერიის სახეცვლილ საბჭოთა კავშირში იძულებით მყოფი ჩვენი ქვეყნის 70 წლიანი ისტორიის მონაკვეთს.

სათანადო წინაპირობათა შესრულების შემდგომად, 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა და აქედან მომდინარე სამართლებრივი ბაზის საფუძველზე, 1991 წ. 9 აპრილს მიღებულმა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა“, დე-იურე საფუძველი შეუქმნა, მოგვიანებით მიღწეულ საქართველოს დე-ფაქტო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

 

ქვეყნის აღმშენებლობისაკენ მიმართული სწორი გზასავალი 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ - ძირფესვიანად შეცვალა:

ანტიკონსტიტუციური გზით ქვეყნის სათავეში მოსულმა, ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ, მათი სამართალმემკვიდრე, ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდგომად - მ. სააკაშვილის მიერ დამყარებულმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, უმძიმესი შედეგი მოიტანა...


2. ბიბლიური ჩანართი:

ღვთის სიტყვის გადმომცემი ბიბლია, მასში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი სიბრძნის პარალელურად, როგორც ითქვა, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენათა აღმწერი იგავთ-კრებულია, რომელშიც უზენაესი ძალის მიერ წინასწარ განჭვრეტილი: მომხდარ-მოსახდენი ამბავია გადმოცემული.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისწინარე მონაკვეთის - ბოლო ჟამისმიერი ეტაპის ათვლა, საქართველოს გასაბჭოების, ანუ ჩვენს ქვეყანაში - ათეისტური სახელმწიფოებრივი წყობის დამყარებიდან იწყება. მივყვეთ თანმიმდევრობას:

 

ა) სამოცდაათწლიანი მონაკვეთი, ანუ 1921-1991 წ.წ.

აღნიშნული დროის თაობაზე ბიბლიაში დაცული მინიშნებები ასეთი სახისაა:

- „... ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები (ვერ შევინარჩუნეთ 1918-1921 წ.წ. დამოუკიდებლობა), აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის (აქ - რუსეთის) ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე (საქართველოზე), მის მაცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე (მთლიანად კავკასია). გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავ და სამარცხვინო სანახავს გავხდი (ქრისტეს კვართის დაფვლის ტერიტორია და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - ათეისტური სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მოექცა)...“ (იერ. 25,8-9);

- „გაოხრდება და გაუკაცურდება (ათეისტური სახელმწიფოს დამყარება) მთელი ეს ქვეყანა (საქართველო), ბაბილონის (რუსეთის იმპერიის კოდირებული სახელი) მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს (1921-1992 წ.წ.) ეს ხალხები. შესრულდება სამოცდაათი წელი (1921-1991) და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს (სსრკ-ს დაშლა)“ (იერ. 25,11-12).

 

ბ) „სამოცდაორი შვიდეული“, ანუ 28/10-1990 წ. – 6/01-1992 წ.

1990 წლი 28 ოქტომბრის არჩევნების შედაგად ხელისუფლების სათავეში კანონიერად მოსული ზვიად გამსახურდია, რუსული იმპერიული ძალებისა და საქართველოში მომქმედი კრიმინალების ერთობლივი ძალისხმევით დაწყებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, 1992 წლი 6 იანვარს იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს საზღვრები. ბიბლიაში დაცული მინიშნების მიხედვით, ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნის ვადა ასეა ნაწინასწარმეტყველები:

 „სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (61x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია)...“ (დან. 9,26).

 

გ) 1991-1992 წლები გასაყარზე მომხდარი მოვლენების

ბიბლიური შეფასება

ბიბლიაში მოცემულია საქართველოში, 1991-1992 წლების მოვლენებში მონაწილე ორივე პირობითი მხარის საქმიანობის შეფასება, კერძოდ:

 

ზვიად გამსახურდიას საქმიანობა ასეა შეფასებული:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (61x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

ამდენად, მიმდინარე პროცესებში მონაწილე ზვიად გამსახურდიას საქმიანობას ბიბლია ასე აფასებს: მას - „ბრალი არ ექნებაო“;

 

სამხედრო გადატრიალების მომწყობთა საქმიანობის ბიბლიური შეფასება.

ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, 1992 წლის 2 იანვარს, ჩამოყალიბებული იქნა „სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა).

1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი ედ. შევარდნაძე. სამი დღის შემდეგ მათი ძალისხმევით იქმნება ე.წ. „სახელმწიფო საბჭო“, რომლის ხელმძღვანელი ორგანოს - „პრეზიდიუმის“ შემადგენლობა ასე განისაზღვრა:

- ედ. შევარდნაძე [თავმჯდომარე], ჯ. იოსელიანი [„მხედრიონის“ ლიდერი], თ. კიტოვანი [„ეროვნული გვარდიის“ სარდალი] და თ. სიგუა [„მთავრობის“ თავმჯდომარე].

აღნიშნულის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ:

- „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა...

მისი (ზვიად გამსახურდიას) მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ (დეკემბერ-იანვრის მოვლენების ბიბლიური შეფასება), დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე (ედ. შევარდნაძე)...“ (დან. 8,21-23).

ამდენად, მიმდინარე პროცესებში, ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებული ძალის საქმიანობაზე, ბიბლიაში გადმოცემული ღმერთისმიერი შეფასება ასეთია:   - „მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ“.

 

3. მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება

საქართველოში 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომად შექმნილი მდგომარეობა, უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, თავის ლოგიკურ დასასრულამდე იქნეს მიყვანილი - 1992 წლიდან სამართლიანობის აღდგენისათვის დაწყებული ბრძოლა.

საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო 20 წლიანი ტრაგიკული მონაკვეთი - უამრავ კითხვაზე ითხოვს პასუხის გაცემას... მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესად გვესახება 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად, ქვეყნის წინაშე ჩადენილი შეცდომების ძირფესვიანად შესწავლისა და გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავების მიზნით, შეიქმნას - „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“.

 

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაარსებული აღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წინადადებები, საფუძვლად უნდა დაედოს ეროვნული თანხმობის მიღწევისათვის საჭირო ისეთი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხების იურიდიული ბაზისის მომზადებას, როგორიცაა:

- საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე და მის შემდგომად განვითარებული მოვლენების შეფასება;

- საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების შემუშავება.

გაგაცნობთ ჩვენს თვალსაზრისს აღნიშნული საკითხებთან მიმართებაში.