ბიბლიური ინფორმაცია - ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე
სპეციალური განცხადება
ზ. ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით
ბიბლიურ მინიშნებებში დეტალურადაა მოცემული, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ხელისუფლებაში სამეულის [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძე], როგორც - მოსვლის, ასევე მათი შემდგომი ბედის თაობაზე.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე ბიბლია ასე იუწყება:
აღნიშნული ეტაპი - „სამი მეფის“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] ერთდროული გამოჩენით იწყება.
მოგვიანებით [2005 წ. 2-3 თებერვალი] „შუა თავის“ [ზ. ჟვანიას] „გაუჩინარება“ [მკვლელობა] ხდება [იხ. 3 ეზრა 12,22-26; 3 ეზრა 11,29-33];
შემდგომად, დარჩენილი „ორი თავიდან (მეფიდან)“ - „მარჯვენა თავი“ [მ. სააკაშვილი] „მარცხენა თავს“ [ნ. ბურჯანაძეს] იცილებს გზიდან [2008 წ. 21.05 – 7.06] [იხ. 3 ეზრა 11,35; 3 ეზრა 12,27-28]:
- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე)...“ [3 ეზრა 12,22-23].
2005 წ. 3 თებერვალს, ამ „სამეულს“ - ზ. ჟვანია გამოაკლდა. ბიბლიაში ამაზე ვკითხულობთ - „...აჰა შუა თავი (ზ. ჟვანია)... უეცრად გაუჩინარდა“ [3 ეზრა 11,33];
აღნიშნულთან მიმართებაში კი - „... ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“ [3 ეზრა 12,26].
ამდენად, წინასწარმჭვრეტი ბიბლიური ინფორმაცია ხაზს უსვამს, რომ:
1. „სამი თავიდან“ – „ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი)“,
2. მისი სიკვდილის პროცესი კი თურმე წამებით მიმდინარეობს: „...თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“
ბიბლიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ;
ზურაბ ჟვანია - წამებითაა მოკლული!
„დუეტში“ დარჩენილთა თაობაზე ასე გვეუწყება:
- „დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ - საქართველოში) და მის მკვიდრებზე [3 ეზრა 11,34].