Print

მართლმადიდებლობის - სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის

 უნდა შეიქმნას:

„საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის საჭირო საკითხების მოსამზადებელილი კომისია“

„... სახელმწიფოსდამოუკიდებლობისაღდგენასთანერთად

მართლმადიდებლობასახელმწიფორელიგიადუნდაიქცეს...“

[ზვიად გამსახურდია,

7 ივნისი, 1991 წ.]

 1991-1992 წლების გასაყარიდან განვითარებული მოვლენებისათვის სათანადო პოლიტიკური-სამართლებრივი შეფასება, და მასზე დაყრდნობით საქართველოში სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხის მოგვარება, როგორც აღინიშნა, ჩვენი ქვეყნისათვის - ჩადენილი ცოდვების მონანიებისა და სულიერი განწმენდისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ზოგადად, ღმერთის მიერ შექმნილი ყველა სულიერი არსება ორი საწყისი სუბსტანციის - სულისა და ხორცის ერთობის მატარებელია. აღნიშნულთან მიმართებაში, ბიბლიაში დაცული პირველი მინიშნება ასეთია:

- „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად(დაბ. 2,7).

ცოდვითდაცემის შემდგომ ყოფაში, მარადიული სულის, მოკვდავ სხეულში ყოფნის პერიოდს - სიცოცხლე ჰქვია; ხოლო უკვდავი სულის გარეშე დარჩენილი სხეულის მდგომარეობას - სიკვდილი; თავად სხეულს კი - გვამი, ლეში, მძორი და ..

სულიერი არსების მსგავსად, სახელმწიფო, ანუ ცოცხალ ადამიანთა ერთობა, ასევე ორი პირობითი ერთების არსის მატარებელია:

- სახელმწიფოს პირობითი სხეული“, მასში მცხოვრები ადამიანებია;

- სახელმწიფოს პირობითი სულიკი, ის მრწამსი, ანუ რელიგიაა, რომელსაც ეს ადამიანები აღიარებენ.

ყველა სახელმწიფო, მიუხედავად მასში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებისა, მისი ისტორიული წარსულისა და ტრადიციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგადად - ერთი ძირითადი რელიგიის მიმდევარ ადამიანთა ერთობაა.

 ქრისტეს კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრილობის უდიდეს ზეციურ მადლს ზიარებული საქართველო, ძირითადად, მართლმადიდებლობითი აღმსარებლობის მქონე მკვიდრი მოსახლეობისაგან შემდგარი ქვეყანა გახლავთ.

ნიკეაში 325 . შემდგარი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომად, ღმერთის ნებით, ქართლის სამეფო - პირველი ქვეყანა გახდა, სადაც - ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული.

IV საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, საერო და სასულიერო იერარქთა შეთანწყობილი მოქმედება, დიდწილად განსაზღვრავდა, მათ მიერ ქართული სახელმწიფოებრივი უღლის ტარების შედეგად დამჩნეული ხნულის ავკარგიანობას. რომელიმე მათგანისწაფორხილება“, მყისიერად აისახებოდა, როგორც - მეწყვილის, ასევე - მთელი ქვეყნის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

 ჩვენი დღევანდელი ყოფის ავ-კარგში გასარკვევად აუცილებელია სულისმიერი ასპექტების შინა-არსში კარგად გარკვევა და დაგროვილი ისტორიული გამოცდილების გაზიარება.

 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანუ სულიერად განწმენდის ტოლფასი პოლიტიკურ-სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, უკვე ზნეობრივი უფლება გვექნება, რათა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

 მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული დამო-უკიდებელი საქართველო, ქართული სახელმწიფოებრივი უღლის გამწევ იმ ერთიანი სხეულის მქონე ძალად იქცევა, რომლის მიერ კაცობრიობის ისტორიაში გაკვალული გზასავალი, საუკუნეების  მანძილზე  ნასაზრდოები იდეის აღსრულებით  -  საქართველოს  გაბრწყინებით  უნდა დასრულდეს.

დასახული მიზანი - შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე ვერ იქნება მიღწეული. ეს უკანასკნელი კი, უნდა ეფუძნებოდეს ღმერთის თანადგომით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთიან ძალისხმევას. უნდა გვახსოვდეს, რომ - „... დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდება!..“ (ზვიად გამსახურდია).

ამასთანავე, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მარტო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, არამედ დღეისათვის მსოფლიოში არსებული რეალობა.

ამ მიზნით, უნდა შეიქმნას - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის საჭირო საკითხების მოსამზადებელი კომისია“. რომელშიც, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი წევრების გარდა, გაერთიანდება საქართველოს საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.

აღნიშნული საკითხის განხილვა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ამიტომ, მოდით ჯერ შევეხოთ - „ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა“ და „პარლამენტის მოწყობის“ საკითხებს. 

 

1. საქართველოს

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის

სავარაუდო მოდელი

საქართველოს გასაბჭოებისეული დროის ადმინისტრაციული მოწყობა: - ორი ავტონომიისა [აფხაზეთი და აჭარა] და - ერთი ოლქის [სამხრეთ ოსეთი] პრინციზე იყო აგებული.

ამასთანავე, როგორც ვიცით 1990-1991 წლებში, „სამხრეთ ოსეთის ოლქიგაუქმებული იქნა.

1995 წლიდან კი საქართველოში, ახალი ათი ადმინისტრაციული ერთეული ჩამოყალიბდა. კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე აგებული სამხარეო დაყოფიდან გამომდინარე, ყოფილისამხრეთ ოსეთის ოლქისტერიტორია - „შიდა ქართლის რეგიონისშემადგენლობაში მოექცა.

მოგვიანებით (2006 .), საქართველოს პრეზიდენტ . სააკაშვილის სპეციალური ბრძანებულებით, თავის ძველ საზღვრებში აღდგენილად გამოცხადდა .. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“.

ამდენად, დღევანდელი რეალობიდან გამიმდინარე, საქართველოს ადმინისტრა-ციული რუკა შედგება: - ორი ავტონომიის [აფხაზეთი, აჭარა], - ერთი - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“, - ცხრა სამხარეო სტრუქტურისა და - ცალკე რგოლად დაფიქსირებული - თბილისის, ანუ ჯამში - 13 ერთეულისაგან.

 საქართველოს ამდაგვარი ადმინისტრაციული რუკა, ერთგვარი ანარეკლია - ბიბლიაში დაფიქსირებული ქვეყნის შიდა საზღვრების ამსახველი იმ მოდელისა, რომლის პრინციპების გათვალისწინებითაც არის დაყოფილი - ე.წ. აღთქმული მიწაზე მდებარე ქვეყანა. კერძოდ:

ძველი აღთქმის მიხედვით გვეკარნახება -  სამკვიდრებელი ტერიტორიის თორმეტი შტოსთვის,  ანუ - თორმეტმხარედ“, და

 მეცამეტე - „ქალაქადდაყოფის თაობაზე.

  ახალ აღთქმაში, უფალი იესუ ქრისტე მის თორმეტ მოციქულს ასე მიმართავს:

 „ხოლო იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე, ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად“ [მათე 19,28].

როგორც ვხედავთ აქ გამოყოფილია ადგილი სადაც - „ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე“, და მის ირგვლივ მდგარი - „თორმეტი ტახტი“, ანუ სულ 13 ერთეული.

 ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვგონებთ უკვე გასაგები უნდა იყოს, რომ ბოლო ჟამის გასრულებისეულ ეტაპზე მდგარი გაბრწყინებული საქართველოსაკენ ორიენტირებული ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა:

სამხარეო პრინციპზე უნდა იქნეს აგებული, რომელთაგან:

- თორმეტი მხარე, ხოლო

- მეცამეტე, მხარის სტატუსთან გათანაბრებული: ქალაქი უნდა იყოს.

ჩვენის მხრიდან, საქართველოს სამხარეო დაყოფაში, . თბილისის გარდა, მე-12 ერთეულად დაფიქსირებული - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ ნაცვლად, არსებული „შიდა ქართლისა“ და „ქვემო ქართლის“ პარალელურად, „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქის სახელდება იქნება შემოთავაზებული.

ამდენად, ბიბლიისეული მინიშნებით, მთლიანობაში - 12 მხარე, და ერთი - „ქალაქი“, .. სულ შემდეგი - 13 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გვექნება:

 . თბილისი;  

ფხაზეთის ავტონომია;

აჭარის ავტონომია;  

ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქი;

და - ცხრა სამხარეო დანაყოფი:

გურია, იმერეთი, კახეთი,

მცხეთა-მთიანეთი,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი,

სამეგრელო და ზემო სვანეთი,

სამცხე-ჯავახეთი,

ქვემო ქართლი და

შიდა ქართლი.

 

საქართველოს სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული,

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილი:

კონსტიტუციას დაემატოს მეხუთე პრიმა  თავი, სახელდებით - მხარეები და რეგიონები (რაიონები)“, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი მეხუთე- მხარეები და რეგიონები (რაიონები)

მუხლი 911. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეულებია: აფხაზეთი, აჭარა, გურია, ერწო-თიანეთი, თორი, თრიალეთი, თუშეთი, იმერეთი, კახეთი, ლეჩხუმიმესხეთიმთიულეთ-გუდამაყარირაჭასამცხე, სამეგრელო, სვანეთი, ფშავი, ქართლი, ქიზიყი, ხევი, ხევსურეთი, ჯავახეთი.

მუხლი 912. საქართველო დაყოფილია - მხარეებად და რეგიონებად (რაიონებად).

მუხლი 913. საქართველო დაყოფილია შემდეგ მხარეებად: აფხაზეთის ავტონომია, აჭარის ავტონომია, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქი,

. თბილისი წარმოადგენს ცალკე ერთეულს.

მუხლი 914. საქართველოს მხარეების რეგიონებად (რაიონებად) დაყოფის სტრუქტურა განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 915. თანახმად კონსტიტუციაში დადგენილი პრინციპებისამხარეები წარმოადგენენ საკუთარი უფლებებისა და ფუნქციების მქონე ავტონომიურ ერთეულებს.

მხარეებში შემავალი რეგიონები (რაიონები) წარმოადგენენ მხარეთა ხელისუფლების პირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფ ერთეულებს.

მუხლი 916. საკონსტიტუციო კანონის თანახმად საქართველოს განუყოფელ მხარეეებს - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიებს, აგრეთვე ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქს, გააჩნიათ ავტონომიის განსაკუთრებული ნორმები და პირობები, რომლებიც შემუშავებული იქნება ცალკე კანონით.

 

2. კონსტიტუციის  მესამე თავი, სახელდებით

„საქართველოს პარლამენტი“

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 49

1. საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატებისაგან...

მუხლი 491

1. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

2. საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი...

მუხლი 50

1. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა შედგება საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 80 პარლამენტის წევრისაგან.

2. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან...

8. მხოლოდ პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას აქვს იმპიჩმენტის აღძვრის უფლება.

მუხლი 51

1. პარლამენტის მხარეთა პალატაში შედის:

- საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით - ქ. თბილისიდან, აგრეთვე ავტონომიური, საოლქო და საქართველოს ყოველი მხარიდან, მაჟორიტარული სისტემით არჩეული 35 საერო პარლამენტის წევრი; და

- საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილი წესით არჩეული 35 სასულიერო პარლამენტის წევრი.

2. პარლამენტის მხარეთა პალატის წევრები აირჩევა ოთხი წლის ვადით.

3. პარლამენტის მხარეთა პალატის საერო წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღ-წეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკლებ ათი წელი და არჩევის მომენტში იმ ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს სადაც ირჩევენ.

4. ქ. თბილისის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ექვს საერო პარლამენტის წევრს.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ოთხ-ოთხ საერო პარლამენტის წევრს.

6. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის სამ საერო პარლამენტის წევრს.

7. გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ორ-ორ საერო პარლამენტის წევრს.

მუხლი 511

„1. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი, მის მიერვე დადგენილი წესით, პარლამენტის მხარეთა პალატის წარმომადგენლად ირჩევს მღვდლობის უმაღლესი (მესამე) ხარისხის მქონე (მთავარეპისკოპოსი/ეპისკოპოსი), ეკლესიის შვიდივე საიდუმლოს შესრულების მადლისმიერი უფლების მქონე 35 სასულიერო პარლამენტის წევრს.

2. საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარე არის საქართვე-ლოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ქვოტით არჩეული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი...

4. პარლამენტის მხარეთა პალატა საერო და სასულიერო წევრებიდან ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარის თითო მოადგილეს. პარლამენტის მხარეთა პალატა ირჩევს სხვა თანამდებობის პირებს...

8. მხოლოდ პარლამენტის მხარეთა პალატას აქვს იმპიჩმენტის წესით საქმის განხილვის განსაკუთრებული უფლება. ამ მიზნით მოთათბირე  პარლამენტარები დებენ ფიცს ან იძლევიან საზეიმო პირობას...

 

მუხლი 53

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პალატათა პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტის ორივე პალატა მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

 

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული

მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების საკითხისათვის

მართლმადიდებლურ ბიბლიაში ნათლადაა განმარტებული სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისათვის გამოსაყოფ დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ თემის პირველი ხსენება ბიბლიაში, შალემის (იგივე - სალემის) მეფის - მელქისედეკის სახელთან კავშირდება. ტყვედ აყვანილი ლოტის დამხსნელ აბრამს, .. „მეფის ველზე“, მელქისედეკი მიეგებება:

- „... მელქისედეკმა შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი (დაბ. 14,18-20).

პავლე მოციქულის პირით გვეუწყება - „... ჩვენდა წინამორბედად შევიდა იესო, და წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე“- (ებრ. 6,20).

მისტერიული კავშირი უფლისა და მელქისედეკისა, იქვე ასეა განმარტებული:

- „რადგანაც მელქისედეკი, მეფე შალემისა, მღვდელი (აქ - უფალი) მაღალი ღმრთისა, რომელიც შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ მობრუნებულს, და აკურთხა იგი, და რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაამმა, პირველად განიმარტება, როგორც სიმართლის მეფე, ხოლო შემდეგ შალემის მეფედაც, რაც ნიშნავს მშვიდობის მეფეს; უმამო, უდედო, უგვირგვინო, დღეთა დასასრულისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე, ღმრთის ძის (აქ - უფლის) მსგავსად, და მღვდლად შთენილი სამარადისოდ“ (ებრ. 7,1-3).

მაშასადამე, აბრამი - „ყველაფრის მეათედს უწილადებსმელქისედეკს, რომელიც - „ღმრთის ძის მსგავსია“, ანუ წინარე სახეა უფლისა - „მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდი იყო ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი თავისი უკეთესი ნადავ-ლისაგან“ (ებრ. 7,4).

 მოგვიანებითლევიანთა მთელი შტო (საიდანაც იყვნენ: მოსე და აარონი) - მღვდელმსახურებად იქნება განპიროვნებული. მათ, უფალი - ცალკე რომელიმე სამკვიდრებელ მხარეს არ უწილადებს, რამეთუ ეუბნება:

- „...ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ...“ (რიცხ. 18,21).

ზოგადად, ლევიანთა შტო“ - მისტერიული სახეა მთლიანი ეკლესიისა, სწორედ მათთვისაა განკუთვნილიშემოსავლის მეათედი – „რადგან ლევიანებს (აქ - ეკლესიას) სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს...“ (რიცხვ. 18,24).

 ამდენად, ბიბლიის მიხედვით დაწესებული -  „შემოსავლის მეათედი“, რომელიც უფლის წინარესახებების - შალემის მეფე მელქისედეკისა და ლევიანთა შტოსთვისაა განკუთვნილი, ეს - ეკლესიისათვის განკუთვნილი წილია.

 შესაბამისად, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამოსაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის, სახელმწიფო  ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იქნეს ქვეყნის წლიური შემოსავლის - მეათედი, ანუ - ათი პროცენტი.

  წმიდა წერილი იქვე განგვიმარტავს, თუ როგორ უნდა განაწილდეს ეს (ანუ - ეკლესიისათვის განკუთვნილი) „მეათედი“:

– „ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან (რიცხვ. 18,26).

ამდენად, ქვეყნის საერთო შემოსავლის მეათედი თუ - უფლისღალაა“, ანუ ეკლესიისათვისაა განკუთვნილი, იქვე გვიკონკრეტდება, თუ რას უნდა მოხმარდეს მისი მეათედი:

- „...უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან... ასე, თქვენც (აქ - ეკლესია) გადაუხდით ღალას უფალს (აქ - მღვდელმსახურთ) იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები {აქ - ქვეყანა) მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუკეთესო ღალას აარონ მღვდელს (ზოგადი სახე - მღვდელმსახურებისა) ... ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში (აქ - ეკლესიაში) თქვენი მსახურებისათვის“- (რიცხვ. 18,28-31).

მაშასადამე, ბიბლიის მიხედვით:

- ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მეათედი, ეს, ზოგადად - ეკლესიისათვის განკუთვნილი წილია („ღალაა“);

- ხოლო ამმეათედის მეათედი“, უკვე უშუალოდ ეკლესიის მღვდელმსახურთაგასამრჯელოა“, მათ მიერსადღესასწაულო კარავში“, ანუ - ეკლესიაში მსახურებისათვის დადგენილი.

 

საქართველოში

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადებასთან დაკავშირებული,

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილი:

 

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალა-ტებისაგან.

2. წარმომადგენელთა პალატა შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრე-ბისაგან.

3. მხარეთა პალატა შედგება საქართველოს  ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორი-ტარული სისტემით არჩეული საერო წევრებისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ არჩეული სასულიერო წევრე-ბისაგან.

4. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.“.

 

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელი-გიად, რაც  განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმა-დიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

3. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.“.


3. 92-  მუხლს დაემატოს: 11 პუნქტი,

რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 92

11. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამოსაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - ათი პროცენტი.“.