Print

გაერთიანების დებულება - 2013 წ.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

„მთავრდება ჟამი, და ბოლო წამიც ჩამოჰკრავს...

მეორედ მოსული  ქრისტე - გააპობს წყვდიადს!

მხოლოდ ის გადარჩება, ვინც საქმით ჩამოჰგავს,

უფლისგან კურთხეულ - დავითს, ილიას, ზვიადს...“

 

გადავწყვიტეთ რა დავაფუძნოთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, ვფიქრობთ, რომ  ღმერთის ნებით, ჩვენი გაერთიანება გახდება, არსებული რეალობის აუცილებლობით ნაკარნახევი, ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ძირითად საყრდენი ძალა.

დე, უფლისმიერი სამართალი ყოფილიყო ჩვენთან, ამ - მოსალოდნელ ურთულეს  ბრძოლაში. ამენ!


წინათქმა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციები ვგმობთ: ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას, და დასახული მიზნის მისაღწევად ვიბრძვით მხოლოდ - სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით.

თქმულიდან გამომდინარე უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ:

1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

სამოქმედო საფუძველია:

- იბერიულ-კავკასიური ცნობიერება;

- საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენებიდან მოყოლებული, უკანონო „სამხედრო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე ფაქტობრივი რეჟიმის სამართლებრივი მიუღებლობა;

 

2. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

მიზანია:

- გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გაერთმთლიანება;

- საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა;

- 1992 – 2012 წლებში მოქმედი:

ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა და

მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის - დანაშაულებრივად შეფასება;

- ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება;

 

3. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

პრიორიტეტული პრინციპებია:

- საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;

- საქართველოს: მუდმივი აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოდ გამოცხადება;

- საქართველოსთვის კავკასიის რეგიონის ცენტრალური ლიდერი სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენა-დამკვიდრება;

 - ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისთვის საჭირო გარემოს შექმნა.


 

სტრუქტურულ - ორგანიზაციული საკითხები

 მუხლი 1

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ (შემდგომში გაერთიანება) ღიაა ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ინდივიდუალური წევრისათვის, რომელიც იზიარებს წინამდებარე დებულებას.

 მუხლი 2

გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ინარჩუნებს სრულ ავტონომიურობას.

 მუხლი 3

გაერთიანების წევრი ორგანიზაციები კისრულობენ ვალდებულებას მოახდინონ თავისი პოლიტიკური საქმიანობის ურთიერთკოორდინაცია და რიგ შემთხვევაში გამოდიან, როგორც -  ერთი პოლიტიკური სტრუქტურა.

 მუხლი 4

გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციები და ინდივიდუალური წევრები თავისუფალნი არიან თავიანთ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, თუ ეს დაკავშირებული არ არის გაერთიანების მუშაობასთან.

 მუხლი 5

გაერთიანების მუშაობაში  მონაწილეობას ღებულობენ:

 - წევრი ორგანიზაციები, გადამწყვეტი ხმის უფლებით;

- ინდივიდუალური წევრების გამაერთიანებელი „მრჩეველთა საბჭო“-ს თავმჯდომარე, გადამწყვეტი ხმის უფლებით;

- ცალკეულ შემთხვევებში:

ა) გაერთიანების ინდივიდუალური წევრები, სათათბირო ხმის უფლებით;

ბ) მოწვეული სტუმრები, სათათბირო ხმის უფლებით. 

 მუხლი 6

გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოა: „უფლისმიერი ლასკარი“, რომელიც შედგება:

1. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების მიერ დელეგირებული ორ-ორი წარმომადგენლისაგან;

2. გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე დამტკიცებული „მრჩეველთა საბჭო“-ს ორი წარმომადგენლისაგან.

 მუხლი 7

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“, სადამფუძნებლო შეკრების მონაწილე წევრი ორგანიზაციების პირველ სხდომაზე, ერთი წლის ვადით ირჩევს - პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარი“-ს  სპიკერს.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარი“-ს  სპიკერი:

- ხელს აწერს მიღებულ გადაწყვეტილებებს,

- ერთპიროვნულად წარმოადგენს გაერთიანებას, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას.

 შენიშვნა:

ა) გაერთიანების „მრჩეველთა საბჭო“-ს თავმჯდომარის არჩევა ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანების სპიკერის წარდგინებით;

ბ) გაერთიანების „მრჩეველთა საბჭო“-ს პირველ სხდომაში მონაწილეობას იღებენ: გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი და გაერთიანების სადამფუძნებლო სხდომის მონაწილე ინდივიდუალური წევრები.

 მუხლი 8

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომა უფლებამოსილია ჩატარდეს, თუ მას ესწრება: გაერთიანების წევრ-ორგანიზაციათა უბრალო უმრავლესობა.

 მუხლი 9

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება [გარდა ახალი წევრი ორგანიზაციის მიღებისა] ხდება სხდომის მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით.

ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს: გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერს.

მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად გაერთიანების ყველა წევრისათვის.

 მუხლი 10

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ავტომატურად ხდება - გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური წევრების, გაერთიანებიდან გარიცხვის საფუძველი.

 მუხლი 11

გაერთიანებაში ახალი წევრების მიღება/გარიცხვა:

1. წევრი ორგანიზაციის მიღება/გარიცხვა:

- გაერთიანებაში ახალი წევრი ორგანიზაციის მიღება/გარიცხვა ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანების სპიკერის წარდგინებით, გაერთიანებაში შემავალი წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობის შემთხვევაში;

2. ინდივიდუალური წევრის მიღება/გარიცხვა:

- გაერთიანებაში ახალი ინდივიდუალური წევრის მიღება/გარიცხვა ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“ სხდომაზე, გაერთიანების სპიკერის ან გაერთიანების „მრჩეველთა საბჭო“-ს თავმჯდომარის წარდგინებით, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

 მუხლი 12

გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი სხდომის მონაწილეებთან ათანხმებს დღის წესრიგსა და სამუშაო რეგლამენტს.

 მუხლი 13

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- ს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება, გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.


სადამფუძნებლო სხდომის მონაწილენი:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:  ფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სახელით:

მიხეილ (გელა)  სალუაშვილი

 

„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-

სახელით:

ვალერი მჭედელაძე

 თბილისი,

3დეკემბერი, 2013 წელი


"სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-

სახელით:

დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე]

[6 დეკემბერი, 2013 წ.]


სრულიად საქართველოს "სახალხო დარბაზი“-

სახელით:

ავთანდილ იოსელიანი

[10 დეკემბერი, 2013 წ.]


"იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“-

სახელით:

სერგი საჯაია

[10 დეკემბერი, 2013 წ.]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "თამარიონი“-

სახელით:

თინათინ ბაიაშვილი

[17 დეკემბერი, 2013 წ.]


არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერიელთა კავშირი“-

სახელით:

ლევან ხაჭაპურიძე

[8 იანვარი, 2014 წ.]


 

არასამთავრობო ორგანიზაცია "მანდილიონი“-

სახელით:

ნანა არუდაშვილი

[29 იანვარი, 2014 წ.]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია  

ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი

„ათინათი“-ს

სახელით:

ლია ზაქარეიშვილი

[26 მარტი, 2014 წ.]


საერთაშორისო საზოგადოება

„მშვიდობის მედროშე“-ს

პრეზიდენტი:

ევგენი ღვინიაშვილი

[12 აპრილი, 2014 წ.]


არასამთავრობო ორგანიზაცია 

„ძლევაი საკვირველი“-ს

მეთაური:

დავით ამაშუკელი

[17 აპრილი, 2014 წ.]