10 დეკემბერი, 2013 წ. - სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2013 წლის 10 დეკემბრის
სხდომის ანგარიში
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2013 წლის 10 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, რეზო კობიაშვილი, ჯემალ ჯიქია, ვალერი მჭედელაძე, დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], ავთანდილ იოსელიანი, მიხეილ ანდღულაძე, სერგი საჯაია და ბესიკ ლაცაბიძე.
სხდომაზე მოისმინეს:
1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“.
გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.
2. გაერთიანების დებულების - მუხლი 11.1-ის შესაბამისად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება გაერთიანებაში შემდეგი ახალი წევრი ორგანიზაციიების მიღების თაობაზე:
- „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე];
- სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი;
- „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე სერგი საჯაია;
„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა
გაერთიანება: „უფლის სახელით
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
„უფლისმიერი ლასკარის“
სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი