17 დეკემბრის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2013 წლის 17 დეკემბრის
სხდომის ოქმის ამონაწერი
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2013 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე
მოისმინეს:
- საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
1. გაერთიანებაში ახალი ორგანიზაციის მიღებასთან დაკავშირებით;
2. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“.
- არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარის თინათინ ბაიაშვილის წინადადება - საყოველთაო მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ 22 დეკემბრის დაწესების შემოღების თაობაზე.
განსახილველ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს - ჯემალ ჯიქიამ, ავთანდილ იოსელიანმა...
დადგინეს:
1. გაერთიანების დებულების - მუხლი 11.1-ის შესაბამისად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, გაერთიანებაში არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს მიღების თაობაზე.
2. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“..
3. საყოველთაო მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ 22 დეკემბრის დაწესების თაობაზე შემუშავებული საქართველოს საპატრიარქოსადმი განკუთვნილი ღია მიმართვის პროექტი წაკითხულ იქნეს - 2013 წ. 22 დეკემბერს, 13.00 სთ-ზე, თბილისში პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე.
„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა
გაერთიანება: „უფლის სახელით
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
„უფლისმიერი ლასკარის“
სპიკერი
მიხეილ (გელა) სალუაშვილი