2014 წ. 3 მარტის - სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 3 მარტს
სხდომის ანგარიში
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 3 მარტის სხდომაზე:
მოისმინეს:
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების შესახებ“;
2. კულტურის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასის გაჭიანურებასთან დაკავშირებული დეტალების თაობაზე;
3. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების თაობაზე.
აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:
- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];
- თინათინ ბაიაშვილმა და მედეა ცაგარეიშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];
- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];
- ლევან ხაჭაპუეიძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე]
- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი].
განიხილეს - გაერთიანების ეფექტური საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯარისების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები [ინიციატორი - ნანა არუდაშვილი].
გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.
„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.