2014 წ. 17 მარტის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 17 მარტს
სხდომის ანგარიში
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 17 მარტის სხდომაზე:
მოისმინეს:
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“;
2. „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებული დეტალების თაობაზე;
3. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ.
აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:
- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];
- თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];
- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];
- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი].
განიხილეს:
- გაერთიანების ეფექტური საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯარისების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები [ინიციატორი - ნანა არუდაშვილი].
„უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.