Print

მხარდამჭერთა ხელმოწერების პროცესი - დაიწყო

მზადება დაიწყო...

„ლასკარის“ 2014 წლის 8 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

2014 წ. 21 მარტს ცესკოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, იმავე დღესვე გადმოგვეცა 2014 წ. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო რეგისტრაციის მოსაპოვებელი მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებელი სპეციალური ბლანკის ფორმა.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 . 22 მარტი სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დამტკიცდა პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით:

ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე კაკო, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, რაზმაძე შაზი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი და ჯიქია ჯემალი.

მინაწერი: 

21 მარტს გამართულ სხდომაზე  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში წარმოსადგენ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა სიის მინიმალურ ოდენობად  25 000  (ოცდახუთი  ათასი) ხელმოწერა განისაზღვრა.