2014 წ. 1 აპრილის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 1 აპრილის
სხდომის ანგარიში
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 1 აპრილის სხდომაზე:
მოისმინეს:
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“;
2. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ.
აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:
- თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];
- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];
-ელენე ცხომელიძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“];
- ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];
„უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.