Print

2014 წ. 22 აპრილის სხდომა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 22 აპრილის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის 2014 წლის 22 აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ;

2. ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაურის დავით ამაშუკელის წინადადება ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საბოლოო კანონად ქცევის საწინააღმდეგო მოთხოვნით, ა.წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ჩატარების თაობაზე...

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];

- მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] [„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე];

- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი];

- დავით ამაშუკელმა [ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური].

„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.