2014 წ. 28 აპრილის სხდომა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 28 აპრილის
სხდომის ანგარიში
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 28 აპრილის სხდომაზე:
მოისმინეს:
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
1. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ;
2. ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საბოლოო კანონად ქცევის საწინააღმდეგო მოთხოვნით, ა.წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ჩატარებისა და მისაღები - „გამაფრთხილებელი რეზოლუციის“ თაობაზე...
აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:
ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];
თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე];
ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];
ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი];
დავით ამაშუკელმა [ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური];
მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] [„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე];
ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე].
„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.