Print

გაფრთხილებთ - არ გაბედოთ ცოდვის დაკანონება

საქართველოს ხელისუფალის გასაგონად სათქმელი

 

გ ა მ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ე ლ ი

რ ე ზ ო ლ უ ც ი ა

 

ვითვალისწინებთ რა, რომ - დღეისათვის არსებული ყველა რელიგიური [მათ შორის ათეისტური] მიმდინარეობა, მკვეთრად ემიჯნება ცოდვასთან გაიგივებული [გათანაბრებული] არატრადიციული ორიენტაციის მიმდევართა და მათი მხარდამჭერი ე.წ. ფსევდო-ლიბერალების ქმედებას - მოახდინონ ცოდგის ლეგალიზაცია; აგრეთვე:

 

ვითვალისწინებთ რა, რომ - კანონპროექტის - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველი მუხლის ცალკეული ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის ამავე კანონპროექტის  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის თანახმადაც:

- „ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებას“; აგრეთვე:

 

ვითვალისწინებთ რა, რომ - „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-14 მუხლში დეკლარირებული:  „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“; სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს; აგრეთვე:

ვითვალისწინებთ რა, რომ - თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყანაში მოსალოდნელი იმ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება მოყვეს ხელისუფლების მხრიდან - ცოდვის ლეგალიზაციის მცდელობას


მ ო გ ი წ ო დ ე ბ თ

 

ან - საერთოთ უარი ითქვას ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“-ს მიღებაზე, რამეთუ მასში ასახული მთავარი პრინციპების რეალიზების შესაძლებლობის [გარანტიას] ისედაც იძლევა დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-14 მუხლი

[„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“];

 

ან - ხსენებული კანონპროექტი მიღებულ იქნეს მის პირველ მუხლში დაფიქსირებული ფრაზის - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ გარეშე, ანუ შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნების, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

 ასეთ შემთხვევაში მოიხსნება ის წინააღმდეგობა, რომელიც ამავე კანონპროექტის პირველ და მეხუთე მუხლებს შორის არსებობს.

 

გვახსოვდეს, განკითხვის დღეს, ყველანი ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს! ამიტომ,  ღმერთმა მოგცეთ საკუთარი სულის ხსნისათვის საჭირო მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით:

 

საარჩევნო გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: 

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს

სახელით:                                                                                                   ვალერი მჭედელაძე


 „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს

სახელით:                                                                             დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე]


სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“-ს

სახელით:                                                                                               ავთანდილ იოსელიანი


„იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის

ეროვნული ლასკარი“-ს სახელით:                                                                    სერგი საჯაია


არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს

სახელით:                                                                                                    თინათინ ბაიაშვილი


არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს

სახელით:                                                                                                       ლევან ხაჭაპურიძე


არასამთავრობო ორგანიზაცია მანდილიონი“-

სახელით:                                                                                       ნანა არუდაშვილი


არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული

ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს სახელით:                                   ლია ზაქარეიშვილი


საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს

სახელით:                                                                                                   ევგენი ღვინიაშვილი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-

სახელით:                                                                                                    დავით ამაშუკელი