Print

ვაკის რ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი - ავთანდილ იოსელიანი

ავთანდილ იოსელიანი

„უფლის რწმენით და მომავლის იმედით - ერთად ავასრულოთ წმ. ილია მართლის სიტყვები, რომ დიდ წარსულს, დიდი მომავალი აქვს!“

 

№7 საარჩევნო გაერთიანება

 „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ №02.02 ვაკის რაიონის

მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია - ავთანდილ იოსელიანი

ავთანდილ იოსელიანმა დაამთავრა ქ. თბილისის 55-ე საშ. სკოლა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო პოზიციებზე სახელმწიფო სამსახურში: საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკში, ენერგეტიკის სამინისტროში...

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს;

ავთანდილ იოსელიანი არის:

- უმაღლესი ხარისხის „ანდერრაიტერი“ [სადაზღვევო რისკების შემფასებელი];

- ბრიტანული ჟურნალის - „ჩვენი მემკვიდრეობის“ წარმომადგენელი საქართველოში;

- „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ გამგეობის წევრი;

- საარჩევნო ბლოკის „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენელი უწყებათაშორისო კომისიაში „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“. 

საქართველოზე, პირადად მის ოჯახსა და მეგობრებზე თავს დამტყდარი განუკითხაობისა და უკანონობის ათწლეულებმა, ქვეყნისა და ერის არაკეთილმოსურნეების დაუსჯელობამ და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობამ დაარწმუნა იგი, რომ მხოლოდ ეროვნული და ზნეობრივი იდეალების მატარებელი პიროვნებების ერთობა თუ შეცვლის, ქვეყანაში ფესვგადგმული უიმედობისა და უსამართლობის განცდას.