ისნის რ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი - ხაჩატურ ვართანიანცი
№7 საარჩევნო გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ №05.08 ისნის რაიონის
მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია - ხაჩატურ ვართანიანცი
ხაჩატურ ვართანიანცი არის რეპრესირებული ოჯახიდან. დამთავრებული აქვს ქ. თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველ;ოს ტელევიზიაში, ს/პ „მოამბის“ კორესპონდენტად.
ბატონი ხაჩატურ ვართანიანცი არის:
- საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი;
- თეატრალური საზოგადოების წევრი;
- სპორტის ოსტატი ველოსპორტში;
- საქართველოს საუკუნის ადამიანთა ასოციაცია „სავანეს“ პრეზიდენტი;
- აკ. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი;
- ქ. ვენეციის სახ. პრემიის ლაურეატი;
- ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილე, ჟურნალისტის რანგში;
- საქართველოში ჩატარებული მრავალი საქველმოქმედო აქციისა და კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი;
- მრავალი დოკუმენტური ფილმის ავტორი...
ბატონი ხაჩატურ ვართანიანცის - საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულების უნარი; მისი მებრძოლი ხასიათი; საქართველოს სიყვარულზე დაფუძნებული ზნეობრიობა და შემართება დიდი საჩუქარია თბილისისა და სრულიად საქართველოსთვის.