Print

ჩუღურეთის რ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი - დავით ამაშუკელი

№7 საარჩევნო გაერთიანება

 „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ N07.15 ჩუღურეთის

მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია

დავით ამაშუკელი

 

N07.15 ჩუღურეთის რაიონის  მაჟორიტარობის  კანდიდატი დავით ვაჟას ძე ამაშუკელი დაიბადა . თბილისში, 1971 წლის 20 ივლისს. მამა მხატვარი - ვაჟა ზურაბის ძე ამაშუკელი. დედა - დალი ხიმშიაშვილი საქართველოს ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის აღმავალი შტოს შვილთაშვილის ილია ხიმშიაშვილის ასული.

ათეისტური რეჟიმის მიუხედავად იგი ყრმობაშივე მონათლეს. ოჯახში დავითი ბავშვობიდანვე იზრდებოდა მართლმადიდებლური ადათ-წესების დაცვით. სწავლობდა კომაროვის გაძლიერებულ ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში.

1993 წელს დაამთავრა თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტი. 2002 წელში წარჩინებით ამთავრებს თბილისის სასულიერო აკადემიას. აკადემიის სტუდენტობიდანვე მისი ორგანიზებით მოეწყო რამოდენიმე საპროტესტო აქცია: ჩვენი წმ. ხატებისა და სხვა სიწმინდეების, ამერიკაში გატანის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა 2000 წელში მისივე ორგანიზებით შეგროვდა 30 000-ზე მეტი ხელმოწერა, პარლამენტისთვის - სექტების ლეგალიზაციის საწინააღმდეგოდ.

2003 წელს, საპატრიარქოს რადიოივერია“ FM 105.4-ზე, ჰქონდა  სექტების მამხილებელი საავტორო გადაცემა - „ფარი და მახვილი სარწმუნოებისა“.

2002 წლიდან ბატონი დავით ამაშუკელი იწყებს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ლექციების კითხვას ტექნიკურ უნივერსიტეტში. მან აქაც გაილაშქრა სააკაშვილის ანტიმართლმადიდებლური წყობის წინააღმდეგ - 2004 წლის 10 ნოემბერს სტუდენტებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა განათლების სამინისტროს პიკეტირებას, შემდეგი მოთხოვნით:  „საჯარო სკოლებში ყველასათვის სავალდებულო გახდეს ახალი საგნის“ - „საქართველოს ეკლესიის ისტორია“. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში, ხომ პატრიოტი კაცი თავს ვალდებულად თვლის შეისწავლოს სამშობლოს ისტორია, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა? საქართველოში კი საერო ისტორია და საეკლესიო ისტორია, ხომ ერთი და იგივეა? ამ საგნის შემოღებით მუსულმანების ან გრიგორიანების უფლებები სულაც არ დაირღვევა - მათ ხომ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე გადმოსვლას არავინ არ აძალებს? ამ საგნის შემოღება ზოგს მხოლოდ ისტორიის კარგ ცოდნაში დაეხმარება, ხოლო ზოგი კი ისტორიის ცოდნის გარდა სარწმუნოებაშიც განმტკიცდება. ლექტორობის პერიოდში დავით ამაშუკელის ასეთი აქტიურობა მაშინდელმა ხელისუფლებამსაშიშადმიიჩნია და იძულებით დაატოვებინა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების კათედრა.

ლექტორობის შემდეგ, . სააკაშვილის ტირანული რეჟიმის  მიუხედავად, მას უარი არ უთქვამს, თავისი  სუდენტებისათვის, რათა რეჟიმის საწინააღმდეგო და ეროვნულად დამუხტული მისი ლექციები აეტვირთათ ინტერნეტ - ვიდეოპორტალ youtube.com -ზე. ეს კი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რის შემდეგაც მას 2010 წელში წაუყენეს ცრუ ბრალდება, უგულავას მიერდასაქმებულინაცმოძრაობისკორპუსნოიკოორდინატორების მხოლოდ სიტყვიერი ცრუჩვენების საფუძველზე - მუქარა (სსკ-151).  „გამოძიებისათვისწარდგენილი უდანაშაულობის მტკიცებულებები კიყალბი დოკუმენტების შექმნად და ცრუ ბრალდებადჩაუთვალეს (სსკ-373-2) დაბრალი“ 6 წლამდე დაუმძიმეს!!!

ამინისტიის შემდეგ, 2013 წლის 19 სექტემბერს - თავისი ნათლობისა და წმ. მთავარანგელოზობის დღეს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ძლევაი საკვირველი“, რომლის მეთაურიც არის იგი დღემდე.

მისი წარსულიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე დავით ამშუკელი ნამდვილად იმსახურებს ქართველი ერის ნდობას.