Print

1992-2012 წ.წ. დანაშაულებრივი რეჟიმი

[იხ. დასაწყისი]

1.2. თუ თქვენც ჩვენსავით თვლით, რომ საჭიროა

 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმისა და

მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის პოლიტიკური შეფასება, მაგრამ არ იცით როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი,

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

 

ზემოთქმულის განხორციელების მექანიზმი ასეთია:

თუკი თქვენც თვლით, რომ 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის - 1992 წ. 2 იანვარს შექმნილი ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, აგრეთვე 1992 წლის 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრეთა მიერ - 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004 და 2008 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო ე.წ. „არჩევნები“, არა მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავდა საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას;

თუკი თქვენც თვლით, რომ 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და  ქვეყნის სათავეში, წინა პოლიტიკური რეჟიმის სამართალმემკვიდრე, იმ სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა, რომლის ცხრაწლიანი მმართველობის დროსაც - არნახულ დონეს მიაღწია ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური დარღვევის ფაქტებმა;  ახალ ხარისხში იქნა აყვანილი ქვეყნის ტერიტორიული რღვევის პროცესი; ეკონომიკური საფუძვლების მოშლამ უკიდურესობამდე გააუარესა მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე;

თუკი თქვენც თვლით, რომ საქართველოში 1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის ფუძემდებლების:

ერთის მხრივ - ედუარდ შევარდნაძისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“; და

მეორეს მხრივ - მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში,

მაშინ საჭიროა, რათა:

ა)  1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი;

ბ) პოლიტიკური გაერთიანებების - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ყველა იმ პირს, რომელიც ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი]; - მინისტრი; - მინისტრის მოადგილე; - მთავრობის წევრი; - მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე; - ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

გ) 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს წევრის სტატუსით დეპუტატის მანდატის მომპოვებელ ყველა პირს შეუჩერდეს  სადეპუტატო უფლებამოსილება.

[გაგრძელება იქნება]