Print

ნაძალადევის რ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი - მალხაზ მუშკუდიანი

მალხაზ მუშკუდიანი

„მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა ღირსეულად მოიხდის ვალს უფლის წინაშე, და გააკეთებს სიკეთეს ხვალინდელი საქართველოსთვის“

 

№7 საარჩევნო გაერთიანება

 „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ

№09.20 ნაძალადევის რაიონის

მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია - მალხაზ მუშკუდიანი

 

მალხაზ მუშკუდიანი დაიბადა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს მადლიან მიწაზე - აფხაზეთში, ქ. სოხუმში, სადაც შრომობდა და იბრძოდა აფხაზეთის ომის ბოლომდე.

მალხაზ მუშკუდიანი აქვს ღვთის შიში და ადამიანების სიყვარული. იგი არ გაქცევია არცერთ გაჭირვებას საქართველოში, ეროვნული მოძრაობის აღზევებიდან, აქტიური საომარი მოქმედებების დამთავრებამდე.

მას მიაჩნია, რომ ერი და ბერი უფლის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, და ნათლად დაინახოს ანგელოზიცა და ეშმაკიც:

ეშმაკი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას 1991-1992 წლებიდან ატარებს ჯოჯოხეთის მოჯადოებულ წრეზე; და

ანგელოზი, რომელმაც უნდა უწინამძღვროს ქართველ ერს, რათა მან გაარღვიოს თავსმოხვეული ჯოჯოხეთური წრე, და გავიდეს საქართველოს გაბრწყინების გზაზე.

მალხაზ მუშკუდიანს იმედი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები მოძებნიან საკუთარ თავში ძალას - გაერთიანდებიან, დაგმობენ ჯოჯოხეთის მსახურ ადამიანებს და არ მისცემენ მათ მართვის სადავეებს, რათა კიდევ არ გააგრძელონ ჩვენი ხალხის ტანჯვა-დამცირება...