Print

უკანონო სამართლებრივი აქტები - გასაუქმებელია

[იხ. დასაწყისი]

1.3. თუ თქვენც ჩვენსავით თვლით, რომ

1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედმა დანაშაულებრივმა რეჟიმებმა მიიღეს ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების

საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები,

მაგრამ არ იცით როგორ მოხდეს მათი სამართლებრივი გაუქმება

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

 

კანონიერი იურიდიული მექანიზმის ბაზაზე ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა გუნდმა, უნდა დაადასტუროს:

ა) 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილების [„აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“] კანონიერება, კერძოდ:

„.... სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეები-სათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა...”. 

ბ) 2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილების [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“] მართებულობა, კერძოდ: 

„...საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტუ-რების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....“, და 

მიიღოს სპეციალური დადგენილება, რომლის ძალითაც - უკანონოდ და ბათილად უნდა გამოცხადდეს: 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“.

[გაგრძელება იქნება]